სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

Access Point WiFi 6 Lite

მოდელი: U6-Lite
მწარმოებელი: Ubiquiti Networks (Ubnt)
გარანტია: 12 თვე

აღწერა

UniFi დაშვების წერტილი WiFi 6 Lite-ს აქვს უახლესი 802.11ax სტანდარტის მხარდაჭერა, რომელიც ცნობილია WiFi 6-ის სახელით. მუშაობს როგორც 2.4GHz-ზე ასევე 5GHz-ზე და შეუძლია წამში 1500Mbps-მდე ტრაფიკის გატარება. მისი ფორმ-ფაქტორი UAP-nanoHD-ის იდენტურია და მაგრდება ასეთივე სამაგრზე, ასევე თავსებადია იგივე დიზაინის ხუფებთან. U6 Lite-ის გამოყენებით სახლში ან ოფისში იღებთ WiFi6 უახლეს ტექნოლოგიას. 802.11ac-სთან შედარებით WiFi6-ის გამოყენებით 37%-ით მეტ ეფექტურობას გვაძლევს გამტარობაში და 75%-ით ამცირებს დაყოვნებას. განსაკუთრებით ეფექტურია ხალხმრავალ სივრცეებში გამოყენებისას, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები, კორპორატიული ოფისები, მჭიდროდ განლაგებული აპარტამენტები და სხვა.

Wi- Fi-ში ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება -ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვრცელდება ტალღების სახით, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული სიგრძე და სიხშირე. მათ შორის კი არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტალღის სიგრძის ზრდასთან ერთად მცირდება ტალღის სიხშირე, ხოლო სიგრძის კლებასთან ერთად იზრდება სიხშირე, მათი ნამრავლი მუდმივი სიდიდეა და უდრის ვაკუუმში სინათლის გავრცელების სიჩქარეს – 300 000 კმ/წმ. ზოგადად მიღებულია, ელექტრომაგნიტური გამოსხივების პირობითი კლასიფიკაცია ტალღის სიგრძის/სიხშირის მიხედვით, რადიო, მიკროტალღოვან, ინფრაწითელ, ხილულ, ულტრაიისფერ, რენტგენის და გამა გამოსხივებად.

სიგნალის ხარისხი dBm- მიხედვით

Wi-Fi სიგნალი იზომება დეციბელებში (dB) უარყოფითი ნიშნულით, შესაბამისად რაც უფრო ახლოსაა ნულთან აღნიშნული ნიშნული სიგნალის ხარისხიც უმჯობესდებაა.

0dBm დან – (-50dBm)-მდე: მაღალი ხარისხის სიგნალი (აღნიშნული შედეგის მიღების შემთხვევაში საჭიროა მოწყობილობას დაეწიოს გადამცემი სიმძლავრე)

(-50dBm) – დან – (-60dBm)-მდე: კარგი ხარისხის სიგნალი

(-60dBm) – დან – (-70dBm)-მდე: საშუალო ხარისხის სიგნალი

 (-70dBm) – დან ზევით:  დაბალი ხარისხის სიგნალი