სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

Power over Ethernet – ტექნოლოგია IP კამერებისთვის

ოსერვისი > Blog > ახალი ტექნოლოგიები > Power over Ethernet – ტექნოლოგია IP კამერებისთვის
Power over Ethernet – ტექნოლოგია IP კამერებისთვის

Power over Ethernet (PoE) არის ტექნოლოგია სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების ელ. კვებისათვის, მათ შორის IP სათვალთვალო კამერებისთვის ქსელის კაბელის საშუალებით. PoE ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამარტივებს ქსელური მოწყობილობების დაყენებას, რადგან ეს გამორიცხავს დამატებითი კვების კაბელის საჭიროებას.

 

ქსელურ მოწყობილობაზე ძაბვის მიწოდებამდე ხორციელდება კავშირის ტესტი. მოწყობილობას მიეწოდება ძაბვა 2.8-დან 10 ვოლტამდე და განისაზღვრება წინაღობა, რომელიც უნდა იყოს 19-დან 26.5 kOhm-მდე დიაპაზონში.
შემდეგ, მოწყობილობა კლასიფიცირდება ენერგიის მოხმარების მიხედვით. თუ მოწყობილობა დაიწყებს ამ კლასისთვის გათვალისწინებულზე მეტი დენის მოხმარებას, მაშინ დენი გამოირთვება.
ამის შემდეგ მოწყობილობას მიეწოდება სრული ძაბვა, თუმცა ამ ეტაპზეც ხდება  კონტროლი. თუ ქსელური მოწყობილობა მოიხმარს 5 mA-ზე ნაკლებს 400 ms-ის განმავლობაში, დენი გამოირთვება. თუ 400 mA-ზე მეტი მიეწოდება მოწყობილობას 75 ms-განმავლობაში, დენი ასევე გამოირთვება.

PoE ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ დაამონტაჟოთ ქსელური მოწყობილობები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მიმდებარედ ელექტროენერგიის წყარო, შესაბამისად  დაზოგავთ ფულს და შრომას ელექტრო კაბელის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

კომენტარის დატოვება