სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

IT აუთსორსინგი და „საკუთარი“ სპეციალისტი

ოსერვისი > Blog > სერვისები > IT აუთსორსინგი და „საკუთარი“ სპეციალისტი
IT აუთსორსინგი და „საკუთარი“ სპეციალისტი

კომპანიების უმეტესობა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესი, ადრე თუ გვიან დგანან არჩევანის წინაშე საკუთარ IT სპეციალისტსა თუ აუთსორსინგის კომპანიას შორის.

დღესდღეობით, აუთსორსინგი უკეთესი გადაწყვეტილებაა, როგორც ფინანსური ასევე კომპეტენციის კუთხით.

თუმცა ბევრი მაინც  საკუთარ კადრს ანიჭებს უპირატესობას. ფიქრობენ, რომ  საკუთარი სპეციალისტი უკეთ იცნობს არსებულ ინფრასტრუქტურას და ყოველთვის ადგილზეა.

ამავდროულად, ხშირად ავიწყდებათ, რომ IT ცოდნა და კომპეტენცია ყოველდღიურ განახლებასა და განვითარებას მოითხოვს.

რაც შეეხება ყოველთვის ადგილზე ყოფნას – მათ ავიწყდებათ, რომ თანამშრომელი უნდა წავიდეს შვებულებაში, ის შეიძლება დაავადდეს ან მიუწვდომელი იყოს სხვა მიზეზების გამო. და ბოლოს, მან შეიძლება უბრალოდ იპოვოს ახალი სამუშაო, გადავიდეს სხვა ქალაქში და ა.შ.

აუთსორსინგის კომპანიასთან შეთანხმება გამორიცხავს ყველა ამ რისკს. კომპანია არ არის ავად, არ მიდის შვებულებაში და კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ვერ დატოვებს მომხმარებელს.

კომენტარის დატოვება