აღწერა
მაღალი წარმადობა
4×4 MU-MIMO ტექნოლოგია UniFi AC SHD-ს საშუალებას აძლევს ერთდროულად მოემსახუროს 500-ზე მეტ უსადენო კლიენტს, ხოლო სხივის ფორმირება (Beamforming) მაღალი სიმძლავრის ანტენებთან და გადამცემებთან ერთად უზრუნველყოფს დაფარვის რადიუსის და გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას.
საიმედოობა და უსაფრთხოება
UniFi AC SHD-ს გააჩნია დამოუკიდებელი რადიო, რომელიც ერთის მხრივ ახორციელებს სიხშირული სპექტრის უწყვეტ მონიტორინგს, მომხმარებელთა მუშაობის შეფერხების გარეშე საუკეთესო სიხშირის შერჩევას, ხოლო მეორე მხრივ აანალიზებს WiFi პაკეტებს, საეჭვო აქტივობის გამოვლენისა და მათგან უსადენო ქსელის დაცვისთვის.
ცენტრალიზებული მართვა
UniFi შესაძლებლობას იძლევა შექმნათ ნებისმიერი ზომის უსადენო ქსელი და მოახდინოთ მისი მართვის ცენტრალიზაცია, უფასო პროგრამული უზრუნველყოფით – UniFi კონტროლერით.
UniFi კონტროლერთან წვდომა კი შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან (iOS, Android) ან ნებისმიერი გავრცელებული ბრაუზერიდან.
ტრაფიკის დამატებითი მართვა
VLAN: 802.1Q
დამატებითი QoS: თითოეული მომხმარებლისთვის შეზღუდვების დაწესება
სტუმრის ტრაფიკის იზოლაციის მხარდაჭერა
ტრაფიკის პრიორიტეტიზაცია (WMM): Voice, Video, Best Effort and Background
კონკურენტული მომხმარებლების რაოდენობა: 1000+
UniFi ქსელის მენეჯმენტისთვის და მონიტორინგისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ უფასო პროგრამული უზრუნველყოფა – UniFi კონტროლერი ან გამოვიყენოთ კონტროლერის აპარატურული გადაწყვეტა UniFi Cloud Key
Wi- Fi-ში ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება -ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვრცელდება ტალღების სახით, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული სიგრძე და სიხშირე. მათ შორის კი არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტალღის სიგრძის ზრდასთან ერთად მცირდება ტალღის სიხშირე, ხოლო სიგრძის კლებასთან ერთად იზრდება სიხშირე, მათი ნამრავლი მუდმივი სიდიდეა და უდრის ვაკუუმში სინათლის გავრცელების სიჩქარეს – 300 000 კმ/წმ. ზოგადად მიღებულია, ელექტრომაგნიტური გამოსხივების პირობითი კლასიფიკაცია ტალღის სიგრძის/სიხშირის მიხედვით, რადიო, მიკროტალღოვან, ინფრაწითელ, ხილულ, ულტრაიისფერ, რენტგენის და გამა გამოსხივებად.
სიგნალის ხარისხი dBm-ს მიხედვით
Wi-Fi სიგნალი იზომება დეციბელებში (dB) უარყოფითი ნიშნულით, შესაბამისად რაც უფრო ახლოსაა ნულთან აღნიშნული ნიშნული სიგნალის ხარისხიც უმჯობესდება.
0dBm დან – (-50dBm)-მდე: მაღალი ხარისხის სიგნალი (აღნიშნულ შედეგის მიღების შემთხვევაში საჭიროა მოწყობილობას დაეწიოს გადამცემი სიმძლავრე)
(-50dBm) – დან – (-60dBm)-მდე: კარგი ხარისხის სიგნალი
(-60dBm) – დან – (-70dBm)-მდე: საშუალო ხარისხის სიგნალი
(-70dBm) – დან ზევით: დაბალი ხარისხის სიგნალი