აღწერა
Layer 2 მართვადი სვიჩი 8 ცალი 10G SFP+ პორტებით შექმნილია ქსელში სვიჩინგის შესაძლებლობების გაზრდისთვის მაღალი გამტარობის აგრეგაციის ლინკების გამოყენებით. ფორმ-ფაქტორიდან გამომდინარე მისი განთავსება შესაძლებელია რეკში. სვიჩს შეუძლია 160 Gbps სიჩქარის გატარება და გააჩნია 1.3″ LCM ფერადი სენსორული ეკრანი, რომელზეც გამოაქვს სისტემური სტატუსები. სვიჩი სიღრმეში სულ 12 სანტიმეტრია და არ საჭიროებს (არ გააჩნია) დამატებით გაგრილებას (ქულერებს), შესაბამისად მისი განთავსება შესაძლებელია SOHO რეკში.
სვიჩის კონფიგურაცია შესაძლებელია მძლავრი, ინტუიტიური UniFi Network web და მობილური აპლიკაციით.