სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

Shop

UniFi AC Mesh Pro გარე გამოყენების

Ubiquiti –  UAP-AC-M-PRO

აღწერა

Wi- Fi-ში ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება -ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვრცელდება ტალღების სახით, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული სიგრძე და სიხშირე. მათ შორის კი არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტალღის სიგრძის ზრდასთნ ერთად მცირდება ტალღის სიხშირე, ხოლო სიგრძის კლებასთან ერთად იზრდება სიხშირე, მათი ნამრავლი მუდმივი სიდიდეა და უდრის ვაკუუმში სინათლის გავრცელების სიჩქარეს – 300 000 კმ/წმ.

ზოგადად მიღებულია, ელექტრომაგნიტური გამოსხივების პირობითი კლასიფიკაცია ტალღის სიგრძის/სიხშირის მიხედვით, რადიო, მიკროტალღოვან, ინფრაწითელ, ხილულ, ულტრაიისფერ, რენტგენის და გამა გამოსხივებად.

სიგნალის ხარისხი dBm-ს მიხედვით
Wi-Fi სიგნალი იზომება დეციბელებში (dB) უარყოფითი ნიშნულით, შესაბამისად რაც უფრო ახლოსაა ნულთან აღნიშნული ნიშნული სიგნალის ხარისხიც უმჯობესდება.
0dBm დან – (-50dBm)-მდე: მაღალი ხარისხის სიგნალი (აღნიშნულ შედეგის მიღების შემთხვევაში საჭიროა მოწყობილობას დაეწიოს გადამცემი სიმძლავრე)
(-50dBm) – დან – (-60dBm)-მდე: კარგი ხარისხის სიგნალი
(-60dBm) – დან – (-70dBm)-მდე: საშუალო ხარისხის სიგნალი
(-70dBm) – დან ზევით: დაბალი ხარისხის სიგნალი