სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

4×4 MU-MIMO 802.11AC Wave 2 Access Point

Ubiquiti – UAP-nanoHD

აღწერა

მეორე თაობის 802.11 ac დაშვების წერტილი UniFi nanoHD წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას ბანკებისთვის, კლინიკებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელთათვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია მაღალი წარმადობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.

4×4 MU-MIMO ტექნოლოგია UniFi nanoHD-ს საშუალებას აძლევს ერთდროულად მოემსახუროს 200-ზე მეტ უსადენო კლიენტს, ხოლო სხივის ფორმირება (Beamforming) მაღალი სიმძლავრის ანტენებთან და გადამცემებთან ერთად უზრუნველყოფს დაფარვის რადიუსის და გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

UniFi შესაძლებლობას იძლევა შექმნათ ნებისმიერი ზომის უსადენო ქსელი და მოახდინოთ მისი მართვის ცენტრალიზაცია, უფასო პროგრამული უზრუნველყოფით – UniFi კონტროლერით.
UniFi კონტროლერთან წვდომა კი შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან (iOS, Android) ან ნებისმიერი გავრცელებული ბრაუზერიდან.

UniFi ქსელის მენეჯმენტისთვის და მონიტორინგისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ უფასო პროგრამული უზრუნველყოფა – UniFi კონტროლერი ან გამოვიყენოთ კონტროლერის აპარატურული გადაწყვეტა UniFi Cloud Key

სიგნალის ხარისხი dBm-ს მიხედვით
Wi-Fi სიგნალი იზომება დეციბელებში უარყოფითი ნიშნულით, შესაბამისად რაც უფრო ახლოსაა ნულთან აღნიშნული ნიშნული სიგნალის ხარისხიც უმჯობესდება.
0dBm დან – (-50dBm)-მდე: მაღალი ხარისხის სიგნალი (აღნიშნულ შედეგის მიღების შემთხვევაში საჭიროა მოწყობილობას დაეწიოს გადამცემი სიმძლავრე)
(-50dBm) – დან – (-60dBm)-მდე: კარგი ხარისხის სიგნალი
(-60dBm) – დან – (-70dBm)-მდე: საშუალო ხარისხის სიგნალი
(-70dBm) – დან ზევით: დაბალი ხარისხის სიგნალი