აღწერა
CCR სერიის ახალი როუტერი 4 ბირთვიანი პროცესორით და 4GB ოპერატიული მეხსიერებით. როუტერს გააჩნია 16 ცალი 1Gbps სიჩქარის RJ45 და 2 ცალი 10Gpbs სიჩქარის SFP+ პორტები. შესაძლებელია განთავსდეს საკომუნიკაციო კარადაში, მოყვება ინტეგრირებული 2 კვების ბლოკი, რომელთაგან ერთი არის ძირითადი, ხოლო მეორე სარეზერვო. როუტერის RJ45 პორტები დაყოფილია 2 ჯგუფად (8-8 პორტი) და თითოეული ჯგუფი დაკავშირებულია დამოუკიდებელ სვიჩის ჩიპსეტთან, რომელსაც თავის მხრივ ცენტრალურ პროცესორთან 10Gbps სიჩქარის შეერთება აქვს. ასევე SFP+ პორტები ცალცალკე არის დაკავშირებული ცენტრალურ პროცესორთან 10Gbps-ით. ამგვარი სქემა საგრძნობლად ზრდის მოწყობილობის წარმადობას როგორ სვიჩინგის ასევე როუტინგის მიმართულებით.
VPN ტრაფიკის IPsec შიფრაციისთვის როუტერს სხვა CCR როუტერების მსგავსად გააჩნია აპარატურული აჩქარება, რის გამოც შესაძლებელია, რომ როუტერმა გაატაროს 3400 Mbps-მდე დაშიფრული ტრაფიკი.