სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

უწყვეტი კვების წყარო (UPS) – 3KVA/2.7KW On-line RT

მოდელი: MP RT 3k S
მწარმოებელი: KSTAR
გარანტია: 24 თვე

აღწერა

MP RT 3k S  წარმოადგენს 3000VA/2700W სიმძლავრის On-line უწყვეტი კვების წყაროს, შემავალი ელექტროენერგიის ორმაგი გარდაქმნის ფუნქციით, რაც უზრუნველყოფს გამომავალი ძაბვის სტაბილურობას და მიერთებული მოწყობილობების სრულ დაცვას.

აკუმულატორის რეჟიმში MP RT 3k S-ში ინტეგრირებულია 6 ცალი 12V 9ა/სთ აკუმულატორი.

UPS შესაძლებელია იატაკზე დაიდგას ვერტიკალურ მდგომარეობაში, ან დამონტაჟდეს შესაბამისი ზომის საკომუნიკაციო კარადაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საკომუნიკაციო კარადაში დასამონტაჟებლად საჭიროა სპეციალური სამაგრი Rails for 1-3KVA RT.

მაღალი კლასის Online უწყვეტი კვების წყაროების ქსელში ჩართვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ფაზა და ნოლი. იმ შემთხვევაში თუ UPS ჩართვის შემდეგ გამოსცემს ხმოვან სიგნალს, პირველ რიგში შეატრიალეთ ჩამრთველი, ჩართეთ ქსელში და სცადეთ თავიდან.

მახასიათებლები

– საკომუნიკაციო კარადაში (რეკი) და იატაკზე განთავსების შესაძლებლობა
– ელექტროენერგიის ორმაგი გარდაქმნა
– მულტიფუნქციონალური LCD ეკრანი UPS-ის მიმდინარე სტატუსის ასახვისთვის და პარამეტრების კონფიგურირების შესაძლებლობით.
– არასტაბილურ შემავალ ძაბვაზე მუშაობის უნარი
– გენერატორთან თავსებადობა
– ეკონომიური რეჟიმის მხარდაჭერა
– გადაუდებელი გამორთვის ფუნქცია (EPO)
– ცივი ჩართვა (ჩართვის შესაძლებლობა შემავალი ძაბვის არარსებობის დროს)
– საკომუნიკაციო პროგრამებთან თავსებადი Windows, Linux, FreeBSD
– აკუმულატორების სამ საფეხურიანი ინტელექტუალური დატენვის რეჟიმი
– გამომავალი სიმძლავრის კოეფიციენტი 0.9
– მაღალი ეფექტურობა

უწყვეტი კვების წყაროს კაბელების განივკვეთების შერჩევა

შემავალი
AC(mm2)
გამომავალი
AC(mm2)
აკუმულატორები
DC(mm2)
დამიწება
(mm2)
3KVA 2.5 2.5 4 4
6KVA 6 6 6 6
10KVA 10 10 10 10