აღწერა
MP 2k H-48V წარმოადგენს 2KVA/1.8KW სიმძლავრის, MP სერიის ხანგრძლივი მუშაობის On-line უწყვეტი კვების წყაროს, შემავალი ელექტროენერგიის ორმაგი გარდაქმნის ფუნქციით, რაც უზრუნველყოფს გამომავალი ძაბვის სტაბილურობას და მიერთებული მოწყობილობების სრულ დაცვას.
MP სერიაში შემავალ უწყვეტი კვების წყაროებს გააჩნიათ მძლავრი 6 ამპერიანი დამტენი. მაღალი ტევადობის აკუმულატორების მისაერთებლად (UPS აკუმულატორები) და სამ საფეხურიანი ინტელექტუალური დატენვის რეჟიმი აკუმულატორების მუშაობის გახანგრძლივებისათვის.
აკუმულატორის რეჟიმში MP 2k H-48V საჭიროებს 48V მუდმივ ძაბვას და შესაბამისად მიმდევრობით მიერთებულ 4 ცალ 12V აკუმულატორს.
მახასიათებლები
– “Tower” ფორმ-ფაქტორი
– ელექტროენერგიის ორმაგი გარდაქმნა
– მულტიფუნქციონალური LCD ეკრანი UPS-ის მიმდინარე სტატუსის ასახვისთვის და პარამეტრების კონფიგურირების შესაძლებლობით.
– არასტაბილურ შემავალ ძაბვაზე მუშაობის უნარი
– გენერატორთან თავსებადობა
– აკუმულატორების მძლავრი 12A დამტენი
– ეკონომიური რეჟიმის მხარდაჭერა
– ცივი ჩართვა (ჩართვის შესაძლებლობა შემავალი ძაბვის არარსებობის დროს)
– საკომუნიკაციო პროგრამებთან თავსებადი Windows, Linux, FreeBSD
– აკუმულატორების სამ საფეხურიანი ინტელექტუალური დატენვის რეჟიმი
– გამომავალი სიმძლავრის კოეფიციენტი 0.9
– მაღალი ეფექტურობა