აღწერა
RB4011iGS+RM წარმოადგენს უნივერსალური დანიშნულების და მაღალი წარმადობის როუტერს, 4 ბირთვიანი 1.4 გჰც პროცესორით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 10 ცალი გიგაბიტიანი ეზერნეტ პორტით და 1 ათ გიგაბიტიანი ოპტიკური პორტით, დამოუკიდებელი ჩიპსეტით IPsec-ისთვის.
მაღალი წარმადობა, კომპაქტურობა, მუდმივი ძაბვით კვება და სამუშაო ტემპერატურის ფართო (-40 +70 გრადუსი) დიაპაზონი გამიზნულია სატელეკომუნიკაციო ანძებზე გამოყენებისთვის.
როუტერი შეგიძლიათ განათავსოთ საკომუნიკაციო კარადაში, კომპლექტში არსებული სამაგრების გამოყენებით, ხოლო IPsec-ის აპარატურული აქსელერაცია უზრუნველყოფს 2 გბ/წმ-მდე დაშიფრული ტრაფიკის გატარებას.
RB4011iGS+RM-ს გააჩნია სოლიდური დიზაინის მქონე მეტალის კორპუსი და პასიური გაგრილების სისტემა, რაც მიუხედავად მაღალი წარმადობისა, უზრუნველყოფს როუტერის უხმაუროდ მუშაობას და ამგვარად წარმოადგენს იდეალურ ვარიანტს ოფისში გამოყენებისთვის