სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

42U GTS სერია სერვერის კარადა (რეკი) 800×1200 მმ

Mirsan – MR.GTS42U812.01

აღწერა

GTS სერიის საკომუნიკაციო კარადები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. წინა კარი დამზადებულია ნაწრთობი მინისგან, რომელიც იკეტება გასაღებით. შესაძლებელია კარადის გვერდების და უკანა ნაწილის მოხსნა. ის განკუთვნილია როგორც მცირე ზომის საკომუნიკაციო მოწყობილობებისთვის, ასევე სერვერებისთვის, UPS-ებისთვის და სხვა დიდი ზომის მოწყობილობებისთვის.
კარადაზე შესაძლებელია ჭერზე გაგრილების სისტემის დაყენება, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კარადაში სამუშაო ტემპერატურის შენარჩუნებას.
ასევე კარადაზე შესაძლებელია ფიქსირებული სადგამების ნაცვლად გორგოლაჭების (LN-ZMN-TKR-5525-XX) დაყენება, საჭიროების შემთხვევაში კარადის ადვილად გადაადგილებისთვის.

ფიზიკური მახასიათებლები

U სიმაღლე: 42U;
სიგანე X სიღრმე X სიმაღლე მმ: 800 X 1200 X 2004;
დატვირთვა კგ: 1500;
ფერი: შავი;
კარი: არამსხვრევადი ანტისტატიკური მინა, გასაღებით ჩაკეტვადი;
გვერდები: მოხსნადი, გასაღებით ჩაკეტვადი;
სახურავი: სავენტილაციო ზონა, გაგრილების სისტემის ჩაყენების საშუალება;
კაბელების შემსვლელი: სახურავზე, რეკის ძირზე;