სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

Shop

UniFi AC Mesh AP გარე გამოყენების

Ubiquiti – UAP-AC-M

აღწერა

UniFi AC Mesh Ubiquiti Networks-ის მიერ წარმოებული ახალი დაშვების წერტილია, გამოირჩევა კომპაქტური ზომით და წონით. შესაძლებელია დამაგრდეს კედელზე, მილზე ან იგივე მწარმოებლის სექტორულ და წრიულ ანტენაზე. მუშაობს როგორც 2.4 GHz, ასევე 5 GHz სიხშირეზე და AC პროტოკოლის მხარდაჭერა საშუალებას იძლევა გაატაროს ჯამში 867 Mbps – მდე ტრაფიკი.

UniFi AC Mesh მოდელზე შესაძლებელია სტანდარტული ანტენების მაგივრად მიერთდეს UMA-D მოდელის Wi-Fi ანტენა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც 2.4GHz-ზე დაფარვის რადიუსი გაიზრდება 2-ჯერ, ხოლო 5GHz-ზე 4-ჯერ.

UniFi ქსელის მენეჯმენტისთვის და მონიტორინგისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ უფასო პროგრამული უზრუნველყოფა – UniFi კონტროლერი ან გამოვიყენოთ კონტროლერის აპარატურული გადაწყვეტა UniFi Cloud Key

Wi- Fi-ში ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება -ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვრცელდება ტალღების სახით, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული სიგრძე და სიხშირე. მათ შორის კი არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება, სხაგვარად რომ ვთქვათ, ტალღის სიგრძის ზრადასთან ერთად მცირდება ტალღის სიხშირე, ხოლო სიგრძის კლებასთან ერთად იზრდება სიხშირე, მათი ნამრავლი მუდმივი სიდიდეა და უდრის ვაკუუმში სინათლის გავრცელების სიჩქარეს – 300 000 კმ/წმ. ზოგადად მიღებულია, ელექტრომაგნიტური გამოსხივების პირობითი კლასიფიკაცია ტალღის სიგძრის/სიხშირის მიხედვით, რადიო, მიკროტალღოვან, ინფრაწითელ, ხილულ, ულტრაიისფერ, რენტგენის და გამა გამოსხივებად.

სიგნალის ხარისხი dBm-ს მიხედვით
Wi-Fi სიგნალი იზომება დეციბელებში (dB) უარყოფითი ნიშნულით, შესაბამისად რაც უფრო ახლოსაა ნულთან აღნიშნული ნიშნული სიგნალის ხარისხიც უმჯობედსება.
0dBm დან – (-50dBm)-მდე: მაღალი ხარისხის სიგნალი (აღნიშნულ შედეგის მიღების შემთხვევაში საჭიროა მოწყობილობას დაეწიოს გადამცემი სიმძლავრე)
(-50dBm) დან – (-60dBm)-მდე: კარგი ხარისხის სიგნალი
(-60dBm)-დან – (-70dBm)-მდე: საშუალო ხარისხის სიგნალი
(-70dBm)-დან ზევით: დაბალი ხარისხის სიგნალი