სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

აიტი აუთსორსინგი

ოსერვისი > Blog > სერვისები > აიტი აუთსორსინგი
აიტი აუთსორსინგი

IT ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე პირობებში ბიზნესის არსებობა.

IT გადაწყვეტილებების დელეგირება მომსახურე კომპანიაზე, უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი მრავალფეროვნებიდან და უპირატესობიდან გამომდინარე.

IT მომსახურებით იღებთ მაღალ ხარისხს  გონივრულ ფასებში.

 

IT–აუთსორსინგის ამოცანებია:

  • IT–ინფრასტრუქტურის მომსახურება
  • საინფორმაციო სისტემების შემუშავება/დანერგვა
  • საინფორმაციო სისტემების განვითარება
  • IT–სისტემებში პრობლემების მომსახურება

IT აუთსორსინგის უპირატესობა 

ფინანსური და დროის ეკონომია

კვლევების თანახმად, აუთსორსინგის მიმღები კომპანიების 80%-მა სწორედ ხარჯების შემცირება დაასახელა IT-აუთსორსინგის მიღების მთავარ მიზეზად

IT ინფრასტრუქტურის  დანერგვა, განვითარება და შენახვა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

IT სპეციალისტის დაქირავება საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან მოთხოვნა სპეციალისტებზე დღითიდღე იზრდება.

აუთსორსინგის დროს, თქვენ გემსახურებათ არა ერთი სპეციალისტი, რომელიც ყველა აიტი საკიტხში ვერ იქნება სათანადოდ კომპეტენტური, არამედ  გუნდი, რომლის თითოეულ წევრს გააჩნია ღრმა კვალიფიკაცია თავის მიმართულებაში.

არ მოგიწევთ დამატებით IT განყოფილების შექმნა, რაც საშუალებას  მოგცემთ დაზოგოთ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი და მიიღოთ ალტერნატიული ეფექტური მომსახურება IT აუთსორსის სახით.

ზედმეტი ხარჯებისგან გათავისუფლება

  1. საპენსიო შენატანები;
  2. საშემოსავლო გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები;
  3. თანამშრომლისთვის საჭირო ტექნიკა და სივრცე;
  4. დაზღვევა, ტელეფონი და სხვა წვრილმანი ხარჯები.

რისკების შემცირება

ინვესტიციას თან ახლავს რისკებიც. ბაზარი, კონკურენცია, სამთავრობო რეგულაციები, ფინანსური მდგომარეობა და ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება. აუთსორს კომპანიები თავიანთ თავზე იღებენ ამ რისკებს და თქვენ მაგივრად უმკლავდებიან მათ.

ერთი ფანჯრის პრინციპი

ჩვენ პირველებმა შევქმენით სერვისი, რომელიც აერთიანებს ყველა აიტი სერვისს ერთ სივრცეში. თქვენ არ მოგიწევთ სხვა მომსახურებისთვის ახალი კომპანიის ძებნა.

ახალი პროექტების სწრაფი გაშვება

აუთსორს კომპანიას აქვს რესურსი სწრაფად დაგეგმოს და გაუშვას ესა თუ ის პროექტი. არსებული თანამშრომლების რესურსებით პროექტები ხშირად დიდხანს ვერ სრულდება.

ჩვენ ვიქნებით თქვენი IT პროცესების მმართველები. დავგეგმავთ თქვენი განვითარების სტრატეგიებს, გავუწევთ მენეჯმენტს IT მხარდაჭერის პროცესებს. ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები IT კომპონენტების მომწოდებლებთან, დაგეხმარებით მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

დამატებითი სერვისები რომლებსაც გთავაზობთ კომპანია ოსერვისი

* ფასები ინდივიდუალურია შესრულებული მომსახურებიდან და კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე

1. სერვერის გამართვა და კონფიგურაცია

2. სერვერის ადმინისტრირება

3. ქსელის მონტაჟი, პასიური და აქტიური ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა.

4. ვებ-გვერდების დამზადება და შემდეგი მომსახურება.

5. ტექნიკური სერვისი (დაზიანებული კომპიუტერების და ლეპტოპების შეკეთება, ლეპტოპის გაწმენდა, თერმოპასტის შეცვლა, მონიტორების შეკეთება)

6. პრინტერების ტექნიკური სერვისი

7. კარტრიჯების დამუხტვა, ბარაბნის გამოცვლა

8. პორტატული კომპიუტერების (პოკეტი) პროგრამული უზრუნველყოფა

9. უსაფრთხოების სისტემები, სათვალთვალო კამერების მონტაჟი და შემდეგი მომსახურება

10. სახანძრო უსაფრთხოება, სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი და შემდეგი მომსახურება

კომენტარის დატოვება