სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი

ოსერვისი > Blog > სერვისები > სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი
სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი

უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის.

თანამედროვე კამერებს გააჩნიათ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:მოძრაობის სენსორები, მობილურზე შეტყობინების გაგზავნა მობილური ტელეფონით მონიტორინგი და სხვა.

სათვალთვალო ვიდეო კამერები საშუალებას იძლევა, თვალყური ადევნოთ და დაიცვათ  პერიმეტრი საფრთხისგან.

ჩვენი  დაგეხმარებით შეარჩიოთ:

  • IP კამერების ოპტიმალური ვარიანტი;
  • ჩამწერი მოწყობილობის ოპტიმალური ტევადობა;
  • ობიექტზე დასამოტაჟებელი კამერების წერტილები;

რა განსხვავებაა ანალოგურ და IP კამერებს შორის:

  • ანალოგური კამერა არის ტრადიციული კამერა, გამოყენებული CCTV სისტემებში. გადასცემს ვიდეო ჩანაწერს VCR და DVR ჩამწერებს, ანალოგური კაბელის გავლით.
  • IP კამერები,  სიგნალს გადასცემენ ქსელში, ქსელის კაბელის მეშვეობით.
  • IP კამერას შეუძლია უზრუნველყოს ვიდეო გამოსახულების ბევრად მაღალი ხარისხი, ვიდრე ანალოგურ კამერას.  ის გვთავაზობს უფრო დიდ ხედვის დიაპაზონს და უკეთეს მიახლოების საშუალებას.
  • ციფრულ კამერებს აქვთ 20-ჯერ უფრო მაღალი გარჩევადობის საშუალება, ვიდრე ანალოგურ კამერებს.
  • IP კამერა მუშაობს სტანდარტულ ეზერნეტ კაბელზე და არ გიწევთ დამატებითი არხების გაყვანა ანალოგური კაბელისთვის
  • ერთ-ერთი დიდი უპირატესობა IP კამერების არის PoE შეერთება, რომელიც საშალებას იძლევა, კამერების მონტაჟი მოხდეს ერთი ეზერნეტის კაბელით, რომელიც გაატარებს როგორც ინფორმაციული პაკეტებს, ასევე ელექტრო ენერგიას.
  • ისეთ წერტილებში, სადაც კაბელის გაყვანამ, შეიძლება დიზაინი გააფუჭოს, IP კამერები უკაბელო Wi-Fi კავშირს გვთავაზობს.
  • ანალგურ კამერას, სიგნალის გადაცემა მაქსიმუმ 1.5 კილომეტრზე შეუძლია. ამასთან, იგი კარგავს გამოსახულების ხარისხსს.IP კამერების მონტაჟი, შესაძლებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით. რომელსაც სიგნალის გადაცემა, დანაკარგის გარეშე 100 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
  • IP კამერების შემთხვევაში შესაძლებელია  ჩამწერების მართვა მოშორებული წერტილებიდან და ჩანაწერი გააგზავნოს მოშორებით არსებულ დატა-ცენტრებში. ასევე იძლევა შეტყობინების გაგზავნის საშუალებას, მოძრაობის დაფიქსირებისას და ა.შ.
  • IP კამერები არ მოითხოვს სხვადასხვა კაბელს ინტალაციისთვის. მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთი ეზერნეტ კაბელით მიიღონ ყველა საჭირო სერვისი, განსხვავებით ანალოგური კამერებისგან. ანალოგურ კამერას ჭირდება ცალ-ცალკე კაბელი ელექტრო ენერგიისა და ინფორმაციული პაკეტების გასატარებლად. ხოლო თუ მას აუდიო სიგნალის გატარების მხარდაჭერაც აქვს, მისთვის კიდევ დამატებითი კაბელია საჭირო.
  • IP სისტემა, განსხვავებით ანალოგურისგან, შიფრავს მონაცემებს გადაცემამდე და დაშიფვრის შემდეგ გადასცემს ინტერნეტში. ასევე მათ აქვთ VPN ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

 

მართალია, IP კამერები უფრო ძვირი ღირს ვიდრე ანალოგური, თუმცა მთლიანი სისტემის დაყენება უფრო იაფი ჯდება ვიდრე ანალოგურების. IP კამერების სისტემის საერთო ღრებულება უფრო ნაკლებია ვიდრე ანალოგურის.

 

გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • ლოკაციების რაოდენობა;
  • ლოკაციების ტიპი (გარე/შიდა)
  • კამერების გამოყენების პერიოდი (დღე/ღამე)
  • ფუნქცია (შიდა მოხმარებისთვის, გარე პერიმეტრის კონტროლისთვის)

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კამერების არჩევისას?

რეზოლუცია
გადაღების სიხშირე
შიდა/გარე
განათება
აუდიო
მეხსიერება

რომელი სახეობის კამერები უნდა დავამონტაჟოთ?

უსაფრთხოების კამერების სწორად შერჩევა თქვენი სახლისა ან კომერციული ფართისთვის შესაძლოა ძალიან მრავალფეროვან არჩევანთან იყოს დაკავშირებული,ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში, გირჩევთ და აგიხსნით რომელი კამერა რომელ ლოკაციაზე შეასრულებს თავის მოვალეობას საუკეთესოდ.

სად უნდა დაამონტაჟოთ უსაფრთხოების კამერები?

თქვენი უსაფრთხოების კამერების სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა არის უმთავრესი ფაქტორი თქვენი უსაქფრთხოების გეგმის სრულყოფილად განსახირციელებლად და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.ჩვენ გირჩევთ უსართხოების კამერების დამონტაჟებას ისეთ მაღალი რისკის შემცველ ლოკაციებზე (ადგილმდებარეობებზე) როგორიცაა:

  • შესასვლელი და გამოსასვლელი
  • სალაროები
  • მისაღები
  • საწყობები
  • პერიფერიული ტერიტორია
  • იზოლირებული ტერიტორია

კომენტარის დატოვება