Blog post

WhatsApp-მა საპილოტე ტესტირების ფარგლებში განახორციელა საფულე Novi-ს ინტეგრირება

საპილოტე ტესტირების ფარგლებში WhatsApp აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლების „შეზღუდულ წრეს“ საშუალებას მისცემს განახორციელონ კრიპტო გადახდები მესინჯერის მეშვეობით. აპლიკაციაში მოხდა ციფრულ საფულე Novi-ს ინტეგრირება, რომელიც კორპორაცია Meta-ს ეკუთვნის. 

„არსებობს ახალი გზა ციფრული საფულე Novi-ს საცდელად. დღეიდან აშშ-ის მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას შეეძლება ფულის გაგზავნა და მიღება Novi-ის გამოყენებით WhatsApp-ის საშუალებით. ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ფულის გაგზავნა ახლა ისეთივე მარტივია, როგორც შეტყობინებების გაგზავნა“, – წერს სტეფან კასრიელი, Meta-ს გადახდების განყოფილების მომავალი ხელმძღვანელი. 

Novi-ს ვებ-გვერდის მიხედვით ინტეგრაცია გულისხმობს მესინჯერში Pax Dollar (USDP) Stablecoin-ებით საკომისიოს გარეშე ტრანზაქციებს. კომპანიას არ დაუწესებია შეზღუდვები გადახდების სიხშირეზე ან მათ მოცულობაზე. საბანკო ბარათზე თანხის გადატანის საკომისიოც არ მოითხოვება. 

მიმდინარე წლის აგვისტოში Novi-ს განყოფილების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა გამოაცხადა ციფრული საფულის გასაშვებად მზადყოფნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ბირჟა Coinbase იმოქმედებს, როგორც მეურვე პარტნიორი საპილოტე ტესტირებაში. 

ოქტომბერში ამერიკელი სენატორების ჯგუფმა მოუწოდა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა Novi-ის საპილოტე პროექტი და აეღო ვალდებულება – არ გაეტანა stablecoin Diem ბაზარზე. 

დეკემბრის დასაწყისში მარკუსმა განაცხადა, რომ კომპანიას წლის ბოლომდე დატოვებს. მის ადგილს დაიკავებს კასრიელი, რომელიც ადრე Upwork-ს ხელმძღვანელობდა. 

overclockers.ge