სამუშაო სათები :  ორშ‑პარ.  09:00‑19:00  
ტელ :   +(995 32) 2 306 206

IT აუთსორსინგი

ოსერვისი > IT აუთსორსინგი

IT აუთსორსინგი

 

სააბონენტო მომსახურება ორგანიზაციებისთვის

რას ნიშნავს IT აუთსორსინგი?

კონკრეტული სფეროს ნაწილი ან მთლიანი სამუშაოს გადაცემა სხვა მომსახურე კომპანიაზე, რომელიც სპეციალიზირებულია ორგანიზაციების სააბონენტო მომსახურებაზე და რომელსაც ყავს კვალიფიციური სპეციალისტები.

მათთვის შესრულებული სამუშაო ითვლება პროფილურ მიმართულებათ.

IT Outsourcing–ი გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ზოგიერთი მსხვილი კომპანიისთვის უფრო მომგებიანია Outsourcing–ი, ანუ გარე კომპანიის მომსახურება. ამ გზას უკვე მრავალი ორგანიზაცია მიმართავს და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება

* სანამ აირჩევთ კარგად დაფიქრდით რომელი გირჩევიათ IT Outsourcing-ით სარგებლობა თუ საკუთარი IT განყოფილება !?

IT Outsourcing-ს გააჩნია რამოდენიმე უპირატესობა

1. ფულის ეკონომია. IT სპეციალისტები დღესდღეობით ერთერთი მაღალანაზღაურებადი კადრია. აუთსორსინგი გაცილებით იაფი უჯდებათ კომპანიებს

2. დროის ეკონომია. არ მოგიწევთ დროის ხარჯვა IT განყოფილების მართვაზე და მეტ დროს დაუთმობთ თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებს;

3. პროფესიონალიზმი. აუთსორსელ კომპანიას ყავს ყოველთვის უფრო კვალიფიციური სპეციალისტთა ჯგუფი (რომელთაგან თითოეულს გააჩნია ღრმა სპეციალიზაცია ამ სფეროში.) ვიდრე კონკრეტულ ორგანიზაციაში დასაქმებული ერთი სპეციალისტი

4. გააჩნია უფრო მეტი ძლიერი რესურსები (მატერიალური და არამეტერიალური) it ამოცანების გადასაწყვეტად

5. ზედმეტი ხარჯებისგან განთავისუფლება. როგორიცაა: თანამშრომლის საშემოსავლო გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები. სამუშაო ადგილის მოწყობა თანამშრომლისთვის (ოთახი, სამუშაო მაგიდა და კომპიუტერული ტექნიკა). კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯები. დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები და ა.შ.

* IT Outsourcing–ი მნიშვნელოვნად ამცირებს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების ხარჯებს და ორგანიზაციის IT სისტემას ქმნის უფრო ეფექტურს და საიმედოს

– გეგმიური ვიზიტები: ტექნიკური და პროგრამული სრული შემოწმება

– შეუზღუდავი გამოძახებების რაოდენობა პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში

– შეუზღუდავი სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა