Blog post

Samsung-მა წარადგინა SSD PCI 5.0 ინტერფეისით – სიჩქარე 13000 მბ/წმ

კომპანია Samsung-მა წარადგინა ახალი SSD ინტერფეის PCIe 5.0-ის მხარდაჭერით, აცხადებს Engadget. იგი ამტკიცებს, რომ მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სიჩქარე ორმაგდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. SSD PM1743 გვევლინება, როგორც პროდუქტი კორპორატიული სერვერებისთვის და გააჩნია მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 13000 მბ/წმ და 2500000 IOPS. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება PCIe 4.0 NVMe SSD-ის მაჩვენებელს. 

PCIe 5.0 ინტერფეისში მხარდაჭერილია 32 გბ/წმ-მდე სიჩქარე – ორჯერ მეტი PCIe 4.0-თან შედარებით. სრული სარგებლის მიღებისთვის Samsung-მა თავად შექმნა კონტროლერი და Intel-თან ერთად შეამოწმა მისი შესაძლებლობები. 

მონაცემთა ჩაწერის სიჩქარე 6600 მბ/წმ-ს შეადგენს, თვითნებურ მონაცემთა ბლოკის ჩაწერა – 250000 IOPS, რაც ასევე ორჯერ აღემატება თანამედროვე SSD-ების მახასიათებლებს. ენერგოეფექტურობა 30%-ით გაიზარდა. შედეგად უნდა შემცირდეს მოქმედი სერვერებისა და მონაცემთა ცენტრების ღირებულება და ნახშირორჟანგის ემისიები.

PCI Special Interest Group დროს არ კარგავს და უკვე წარადგინა PCI Express 6.0-ის მახასიათებლები. იგი საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 256 გბ/წმ-მდე 16 არხზე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება PCIe 5.0-ს და ოთხჯერ – PCIe 4.0-ს. ამ შემთხვევაში საჭიროა მოდულაციის ამპლიტუდურ-იმპულსური ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს ორჯერ მეტი მოცულობის მონაცემის გადაცემა ძალიან მაღალი სიხშირეების საჭიროების გარეშე. 

Samsung ავრცელებს PM1743 PCIe 5.0 SSD ნიმუშებს მომხმარებლებს შორის და საწარმოო წარმოების დაწყებას პირველი კვარტლისთვის გეგმავს. დისკების მოცულობაა 1.92-დან 15.36 ტერაბაიტამდე. ეს იქნება პირველი PCIe 5.0 SSD-ები ორი პორტის მხარდაჭერით. ასეთი ტექნოლოგიები გარკვეული პერიოდის შემდეგ სერვერებიდან გადადის სახლის კომპიუტერებისთვის განკუთვნილ სამომხმარებლო მოდელებზე. 

overclockers.ge