Blog post

NVIDIA GeForce RTX 3090 Ti 27 იანვარს გამოვა

ცნობილი გახდა გარკვეული ინფორმაცია GeForce RTX 30 სერიის ფლაგმან GeForce RTX 3090 Ti დაფის შესახებ. ვიდეო დაფის გამოშვების დოკუმენტი იმდენად ახალია, რომ მასში ანონსის თარიღიც არ არის მითითებული. როგორც ცნობილია, კომპანია NVIDIA წინასწარ აცნობებს თავის პარტნიორებს საკუთარ პროდუქციაზე ამა თუ იმ სახის აკრძალვების მოხსნის ვადების შესახებ. ხსენებული დოკუმენტი მოიცავს ყველა თარიღს, რაც მზადებაში არსებულ პროდუქტს უკავშირდება, მასში აგრეთვე შედის განცხადება დაფის შესახებ, ნიმუშების მიმოხილვა, გაყიდვაში გამოსვლის თარიღები. RTX 3090 Ti მოდელის პირველ ოფიციალურ დოკუმენტში მოცემულია გაყიდვის დაწყების თარიღი – 27 იანვარი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 17 დეკემბერს NVIDIA დააანონსებს 16 გბ მოცულობის მქონე ვიდეო დაფა RTX 3070 Ti-ს. ეს დაფა 11 იანვარს გამოვა. არაოფიციალური ცნობების თანახმად ვიდეო დაფას ექნება იმდენივე CUDA ბირთვი, რამდენიც აქვს ორიგინალ 8 გბ მოცულობის მქონე მოდელს, ასევე ექნება ანალოგიური ტაქტის სიხშირეები. შესაბამისად, ახალი დაფა დამყარებული იქნება 6144 CUDA ბირთვის მქონე სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ GA104-ზე (GA104-401)RTX 3070 მოდელთან შედარებით წარმადობის დიდი მატება მოსალოდნელი არ არის.  

27 იანვრისთვის ასევე დაგეგმილია Nvidia Ampere სერიის უმცროს წარმომადგენელ RTX 3050 დაფის დებიუტი. 

overclockers.ge