MSI-მ დაადასტურა, რომ Intel Alder Lake პროცესორები 4 ნოემბრიდან გაიყიდება

კომპანია MSI-მ დააანონსა სამაგრების კომპლექტი თავის თხევად გაგრილება MEG Coreliquid S-ისMAG Coreliquid C-სა და MAG Coreliquid P-სთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებულ იქნას Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ კონექტორ Intel LGA 1700-თან. ამით კომპანიამ ფაქტობრივად დაადასტურა ახალი პროცესორების გამოშვების თარიღი.

კომპანიამ აღნიშნარომ მისი გაგრილების სისტემების სამონტაჟო ნაკრები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდანპორტალ VideoCardzის თანახმად იმავე დღეს მოიხსნება აკრძალვა ახალ Alder Lake-S პროცესორებზე მიმოხილვების გამოქვეყნების შესახებ და დაიწყება მათი რეალური გაყიდვებიმე-12 თაობის Core პროცესორების ოფიციალური ანონსი 27 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება Intel InnovatiONზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად Alder Lake პროცესორების გაყიდვა მოსალოდნელი არ იყო 19 ნოემბრამდე. ამრიგად, ან Intel-მა გადმოწია ვადა, ან ამ დრომდე მოარული ხმები არასწორი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

უნდა აღინიშნოსრომ ამ დროისთვის უცნობია როდის გამოვა Intel 600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფებირადგან ინფორმაცია 4 ნოემბერს მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვის მოხსნის შესახებ ეხება მხოლოდ Alder Lake პროცესორებსგაყიდვების დაწყებისას მოსალოდნელია Intel Core მე12 თაობის მინიმუმ სამი მოდელის გამოსვლა: Core i9-12900K, Core i7-12700K და Core i5-12600K. 

overclockers.ge