Microsoft სავარაუდოდ საკუთარი პროცესორის შექმნაზე მუშაობს

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Microsoft-მა დაიწყო საკუთარი სისტემის შექმნა კრისტალზე (SoC). ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების განახლებული ჩამონათვალი, რომელშიც გამოჩნდა ცალკრისტალიანი სისტემის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა Surface განყოფილებაში. განცხადებაში მითითებულია აუცილებელი კვალიფიკაცია სამსახურში მიღებისთვის, აგრეთვე გარკვეული მოვალეობები. 

განცხადების გამოჩენის მიუხედავად Microsoft-ის გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება საკუთარი პროცესორის წარმოების დაწყების შესახებ არ გაკეთებულა. ეს არის ვარაუდი, რომელიც შესაძლოა სოფთვეარ-გიგანტის გეგმებს არ ემთხვეოდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი ძალებით პროცესორების წარმოება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა Microsoft-ისთვის. Apple-ის მაგალითი, რომელმაც iPhone-ებისა და iPad-ებისთვის განკუთვნილი საკუთარი პროცესორების წარმოებაში წარმატებას მიაღწია, კარგ ორიენტირს წარმოადგენს. 

„გატაცებულნი ხართ მოწინავე ტექნოლოგიებითა და გაჯეტებით? Surface-ის გუნდი ნათელს ფენს Microsoft-ის გამოცდილებას მომავალი თაობის მოწყობილობების მეშვეობით. ჩვენი სტრატეგია არის პროდუქტიულობისა და მობილობის შერწყმა ისეთ მოწყობილობებთან, რომლებიც ახალ გამოცდილებას იძლევა, ეხმარება ადამიანებს და ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და იყვნენ კრეატიულები “, – ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HotHardware 

განცხადებაშიასევენახსენებიარომცალკრისტალიანი სისტემებისარქიტექტურისგანყოფილებამთლიანადპასუხისმგებელია SoC-ისმახასიათებლებისადაშესაძლებლობებისგანსაზღვრაზერომლებიცგამოყენებულიიქნება Surface სერიაშიგანცხადებაშეიძლებაიმასნიშნავდესრომ Microsoft ეძებსთანამშრომელსრომელიცზედამხედველობასგაუწევს Surface მოწყობილობებისპერსონალურიპროცესორებისდაარასაკუთარ SoCების შემუშავებას.

overclockers.ge