Blog post

Intel-მა დაიწყო მობილური Alder Lake-P პროცესორების მიწოდება ლეპტოპების მწარმოებლებისთვის

Intel Client Computing Group-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გრეგორი ბრაიანტმა დაადასტურა, რომ Intel Alder Lake-P პროცესორების მიწოდება დაიწყო ლეპტოპების მწარმოებლებისთვის. 

Alder Lake-P პლატფორმა არის მე-11 თაობის Tiger Lake-H Core-ის მემკვიდრე. ახალ არქიტექტურაზე დაფუძნებულ მობილურ პროცესორებს უნდა ქონდეთ 6-მდე მაღალი ხარისხის Golden Cove ბირთვი და 8-მდე ენერგოეფექტური Gracemont ბირთვი. ეს სერია პირველი იქნება, რომელიც მობილურ პლატფორმებზე შემოიტანს მაღალი ხარისხის ჰიბრიდულ არქიტექტურას 2020 წლის შედარებით სუსტი Lakefield ჩიპების შემდეგ. 

image.png 

ამ დროისთვის ცნობილია Alder Lake-P სერიის სამი მოდელი: Core i9-12900HK, Core i7-12800H და Core i7-12700H, რომელთაგან თითოეულ ქვს 14 ფიზიკური ბირთვი და 20 ნაკადიბუნებრივიაეს სრული ჩამონათვალი არ არის და სერიაში შევ Core i5 პროცესორები, ასევე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Core i3 პროცესორები ნაკლები ბირთვითთუმცა ზუსტი ინფორმაცია ამგვარ პროცესორებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს. 

Intel ლეპტოპებისთვის განკუთნილ ახალ მე-12 თაობის Core პროცესორებს სავარაუდოდ დაანონსებს CES 2022-ზე მომავალი წლის იანვრის დასაწყისში. Alder Lake-P ჩიპების მქონე ლეპტოპები იქნება პირველი თაობის მობილური კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილი იქნება Intel-ის საკუთარი დისკრეტული Xe-HPG (Arc Alchemist) გრაფიკული პროცესორებით.

overclockers.ge