Intel-ის სამომავლო გეგმა დემონსტრირებს Alder Lake-ში DDR5-ისა და 14 ბირთვის მხარდაჭერას

ინტერნეტში გამოჩნდა მობილური Intel Alder Lake პროცესორების სავარაუდო საწარმოო გეგმა. Wccftechის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებთუ როგორ დაიყოფა კატეგორიების მიხედვით მე12 თაობის მობილური პროცესორები და რა კონფიგურაციები იქნება ხელმისაწვდომი ამ კატეგორიებში. 

Alder Lake-P საწარმოო კატეგორია ჩაანაცვლებს ამჟამინდელ Tiger Lake-H45, H35 და UP3 პროცესორების ჯგუფებს, მასში გაერთიანებული იქნება მოდელები 12-დან 45 ვატამდე TDP-ის დონით. სითბოს გამოყოფის ამ ჩარჩოებში მოთავსდა 14-ბირთვიანი პროცესორები, რომლებშიც, სავარაუდოდ, გაერთიანებულიი იქნება 6 ბირთვი Golden Cove (P-Core) და 8 ბირთვი Gracemont (E-Core). ჯგუფი დაიხურება 2+8 ბირთვის მქონე კონფიგურაციებით. Alder Lake-M კატეგორია ჩაანაცვლებს Tiger Lake-UP4-ს და წარმოდგენილი იქნება 7-15 ვატი სითბური პაკეტის მქონე პროცესორებით, რომელთა ბირთვების რაოდენობა იქნება 10, 2 + 8 კონფიგურაციაში. 

image.jpeg  

ფოტოს წყარო: Wccftech 

ორივე კატეგორიაში ინტეგრირებული გრაფიკის სახით გამოყენებული იქნება GT2 და GT3 ბირთვები, ბოლო მათგანი შეიცავს 96 გამომთვლელ ბლოკს, აგრეთვე Alder Lake-P და M უზრუნველყოფენ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების, Thunderbolt 4 ინტერფეისის, WiFi 6E უსადენო ქსელის მხარდაჭერას. DDR5-სა და PCIe Gen5-ის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება მხოლოდ Alder Lake-P-ში, M კატეგორია შემოიფარგლება PCIe Gen4-ით და LPDDR5-ის გარდა ექნება LPDDR4X-ის მხარდაჭერა. 

Intel Alder Lake-P-ს წარმოება უნდა დაიწყოს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, Alder Lake-M-ისა კი – 2022 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე. პროცესორების პრეზენტაცია მოსალოდნელია ღონისძიება Innovation-ზე 27-28 ოქტომბერსა და CES 2022-ზე იანვარში.

overclockers.ge