Huawei 17 ნოემბერს წარადგენს 2-1-ში კომპიუტერ – MateBook E-ს

Huawei-მ 17 ნოემბრისთვის დაგეგმა ღონისძიება, რომელზეც წარადგენს მთელ რიგ ახალ პროდუქტებს, მათ შორის იქნება სმარტ-საათი Watch GT Runner. ახლახანს კომპანიამ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის პორტატული კომპიუტერი „ორი ერთში“ MateBook E. 

 

რაც შეეხება ფორმ-ფაქტორს, მოწყობილობა წარმოადგენს პლანშეტს მიერთებადი კლავიატურით, რაც მას ლეპტოპად აქცევს. სერია MateBook E არ განახლებულა 2019 წლიდან. სერიის ბოლო წარმომადგენელი აგებულია ჩიპსეტ Snapdragon 850-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს Snapdragon 845 ჩიპის ვერსიას პლანშეტებისთვის. 

image.jpeg 

Huawei-ს მიერ გამოქვეყნებული თიზერის მიხედვით მომავალი თაობის კომპიუტერი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. ფოტოდან აგრეთვე ჩანს მეტად წვრილი ჩარჩოთი შემოსაზღვრული დისპლეი. მოწყობილობას ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის და აქტიურ სტილუს M Pencil-ის მხარდაჭერა. 

კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლები და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია.

overclockers.ge