Latest News

Xiaomi-ის გეიმინგ

ბენჩმარკ AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი. Xiaomi-ს გეიმინგ მოდელი კვლავ ჩამონათვალის ლიდერია და კონკურენტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. საუბარია ერთკრისტალიან სისტემა Snapdragon 888+-ზე მომუშავე Xiaomi Black Shark 4S Pro-ზე. მიმდინარე წლის ნოემბრის შეჯამებით 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციამ 875 382 ქულის მოგროვება შეძლო. ჯერჯერობით ეს გახლავთ ბენჩმარკის რეკორდი, თუმცა მალე ბაზარზე გამოვა ახალი თაობის ფლაგმანები ჩიპით Snapdragon 8 Gen1, რომლებიც 1 მილიონ პუნქტზე მეტის მოგროვებას შეძლებენ.  მანამდე კი ლიდერობენ მოწყობილობები SoC Snapdragon 888+-ით. მეორე ადგილზეა მოდელი კვლავ ამ მობილური პლატფორმით და ეს არის გეიმინგ სმარტფონი Nubia Red Magic 6S Pro – 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სხვაობა 23 ათას ქულას შეადგენს.  მესამე ადგილზეა iQOO 8 Pro. ეს არის ჩინურ კომპანია Vivo-ს სმარტფონი, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც გეიმინგ სმარტფონი, თუმცა გარეგნულად ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ტესტებში თავი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ვერსიამ 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888+-ით. 846 663 ქულით სმარტფონი მესამე ადგილზეა.    ტოპ-ათეულში სულ მოხვდა ხუთი სმარტფონი პროცესორით Snapdragon 888+. ზემოთხსენებული სამი სმარტფონის გარდა კიდევ ორი მოხვდა მეხუთე და მეექვსე ადგილებზე. ესენია vivo X70 Pro+ 12 გბ და ASUS ROG Phone 5s – 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველმა ფლაგმანმა მოაგროვა 835 275 ქულა, მეორემ - 831 627.  მეოთხე ადგილზე შემცირებული სიხშირის მქონე ერთკრისტალიანი Snapdragon 888 პროცესორის გამოყენების მიუხედავად მოხვდა Xiaomi Black Shark 4 Pro 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 837 792 ქულით.    Snapdragon 888 ჩიპზე მომუშავე…

Amazon-მა დააანონ

Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა დააანონსა EC2 ინსტანციები C7g საკუთარი წარმოების მესამე თაობის ARM-პროცესორ Graviton3-ის ბაზაზე, აგრეთვე Trn1 ინსტანციები, რომლებშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მქონე ამაჩქარებლები Trainium - ისინი შექმნილია AWS-ის ძალისხმევით და განკუთვნილია მანქანური სწავლებისთვის.  ორივე მათგანის ანონსი წინასწარ ხასიათს ატარებს. Graviton3-ის შემთხვევაში არ კონკრეტდება არც ARM-არქიტექტურის თაობა, არც ბირთვების რაოდენობა და სიხშირეები. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ახალ პროდუქტებს  Graviton2 ინსტანციებთან შედარებით მეოთხედით მეტი წარმადობა და ორჯერ უფრო სწრაფი გამოთვლების უნარი აქვს კრიპტოგრაფიასთან მუშაობისას. ამასთან, ახალი მოწყობილობები 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. მოხდა გარკვეული არქიტექტურული ცვლილებები. bfloat16-ის მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ორჯერ დაჩქარდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლები (სავარაუდოდ საუბარია ინფერენსზე), DDR5 სტანდარტზე გადასვლა კი 50%-ით აამაღლებს მეხსიერების სიჩქარეს. თითოეულ vCPU-ს საკუთარი ქეში აქვს, დამატებით უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს სტეკის აპარატული დაცვა. გარდა ამისა, ახალ ინსტანციებში ჩუმათობის პრინციპით (default-ად) გამოიყენება მეხსიერების სავალდებულო დაშიფვრა, მხარდაჭერილია EBS-ტომების დაშიფვრა, EFA-კავშირის სიჩქარე კი 30 გბ/წმ-ს აღწევს.  AWS-ის განცხადებით, EC2 C7g შესაფერეისია HPC-სთვის, EDA-სთვის, ანალიტიკისთვის, გეიმინგ და სარეკლამო პლატფორმებისთვის, მედიაკოდირებისთვის და ა.შ. მათთვის ხელმისაწვდომია დისტრიბუტივები Amazon Linux 2, RHEL, SUSE და Ubuntu, აგრეთვე მთელი რიგი უკვე…

TSMC-ისა და Apple-ის

TSMC არის ჩიპების ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მწარმოებელი მსოფლიოში, ხოლო Apple მისი უმსხვილესი მომხმარებელია. აგვისტოში TSMC-მა გამოაცხადა ჩიპების ფასების 20%-იანი ზრდა, მაგრამ Apple-ისთვის ჩიპები მხოლოდ 3%-ით გააძვირა. ნახევრადგამტარი კომპონენტების გიგანტი ცდილობს მთავარი დამკვეთი შეინარჩუნოს საუკეთესო გარიგებისა და საწარმოო ობიექტებზე მაქსიმალური წვდომის შეთავაზებით. რესურს Guru3D-ის თანახმად ეს მდგომარეობა არ არის მისაღები AMD-სთვის, რომელიც დაფიქრდა TSMC-ის მთავარ კონკურენტ Samsung Foundry-ს სერვისებით სარგებლობაზე.  ცნობილია, რომ TSMC-ის ძალისხმევა ორიენტირებულია Apple-ის სამომავლო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის საკმარისი საწარმოო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ კომპანიას არ ჰქონდეს საკმარისი სილიკონის ფირფიტები AMD-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც კომპანიისთვის სახარბიელო არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც საქმე შეეხება 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას, Qualcomm-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება TSMC-სა და Samsung-ს შორის. მიმდინარე დროისთვის მოსალოდნელია, რომ Qualcomm-ის სამომავლო ჩიპსეტს, რომლის სავარაუდო დასახელებაა Snapdragon 8 Gen1, დაამზადებს Samsung, მის გაუმჯობესებულ ვერსიას კი მომდევნო წელს TSMC გამოუშვებს.    ფოტოს წყარო: Counterpoint Research  Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple დაიკავებს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრის 53%-ს 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად. შემდეგია Qualcomm 24%-იანი წილით. ამჟამად მხოლოდ TSMC-ს და Samsung-ს შეუძლიათ მიკროსქემების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუკი Samsung-ს საკმარისი სიმძლავრე…

Intel-მა დაიწყო მ

Intel Client Computing Group-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გრეგორი ბრაიანტმა დაადასტურა, რომ Intel Alder Lake-P პროცესორების მიწოდება დაიწყო ლეპტოპების მწარმოებლებისთვის.  Alder Lake-P პლატფორმა არის მე-11 თაობის Tiger Lake-H Core-ის მემკვიდრე. ახალ არქიტექტურაზე დაფუძნებულ მობილურ პროცესორებს უნდა ქონდეთ 6-მდე მაღალი ხარისხის Golden Cove ბირთვი და 8-მდე ენერგოეფექტური Gracemont ბირთვი. ეს სერია პირველი იქნება, რომელიც მობილურ პლატფორმებზე შემოიტანს მაღალი ხარისხის ჰიბრიდულ არქიტექტურას 2020 წლის შედარებით სუსტი Lakefield ჩიპების შემდეგ.    ამ დროისთვის ცნობილია Alder Lake-P სერიის სამი მოდელი: Core i9-12900HK, Core i7-12800H და Core i7-12700H, რომელთაგან თითოეულს აქვს 14 ფიზიკური ბირთვი და 20 ნაკადი. ბუნებრივია, ეს სრული ჩამონათვალი არ არის და სერიაში შევა Core i5 პროცესორები, ასევე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Core i3 პროცესორებიც ნაკლები ბირთვით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამგვარ პროცესორებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს.  Intel ლეპტოპებისთვის განკუთნილ ახალ მე-12 თაობის Core პროცესორებს სავარაუდოდ დაანონსებს CES 2022-ზე მომავალი წლის იანვრის დასაწყისში. Alder Lake-P ჩიპების მქონე ლეპტოპები იქნება პირველი თაობის მობილური კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილი იქნება Intel-ის საკუთარი დისკრეტული Xe-HPG (Arc Alchemist) გრაფიკული პროცესორებით. overclockers.ge

Huawei 17 ნოემბერს

Huawei-მ 17 ნოემბრისთვის დაგეგმა ღონისძიება, რომელზეც წარადგენს მთელ რიგ ახალ პროდუქტებს, მათ შორის იქნება სმარტ-საათი Watch GT Runner. ახლახანს კომპანიამ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის პორტატული კომპიუტერი „ორი ერთში“ MateBook E.    რაც შეეხება ფორმ-ფაქტორს, მოწყობილობა წარმოადგენს პლანშეტს მიერთებადი კლავიატურით, რაც მას ლეპტოპად აქცევს. სერია MateBook E არ განახლებულა 2019 წლიდან. სერიის ბოლო წარმომადგენელი აგებულია ჩიპსეტ Snapdragon 850-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს Snapdragon 845 ჩიპის ვერსიას პლანშეტებისთვის.    Huawei-ს მიერ გამოქვეყნებული თიზერის მიხედვით მომავალი თაობის კომპიუტერი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. ფოტოდან აგრეთვე ჩანს მეტად წვრილი ჩარჩოთი შემოსაზღვრული დისპლეი. მოწყობილობას ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის და აქტიურ სტილუს M Pencil-ის მხარდაჭერა.  კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლები და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. overclockers.ge

ახალ MacBook Pro-ს მო

წინა თაობის Macbook Pro მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას ისეთი მარტივი ოპერაციისთვის, როგორიცაა ბატარეის გამოცვლა. როგორც iFixit ხუმრობით ამბობს, ბოლო თაობის MacBook Pro-ში ბატარეის გამოცვლა მოითხოვს „უსასრულო მოთმინებას, იზოპროპილის სპირტის ბოთლს და, სურვილისამებრ, ალკოჰოლის ბოთლს პირადი გამოყენებისთვის“.  2019 წლის MacBook-ების მფლობელებისთვის სპეციალურად ბატარეის შეცვლის სახელმძღვანელოც კი გამოუშვეს, რომელიც 82 ეტაპს მოიცავს.    2021 წლის Macbook Pro-ს დაშლის დროს iFixit-ის წარმომადგენელი სემ გოლდჰარტი ელოდა კვლავ მსგავსი რამის ნახვას, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. როგორც ჩანს, Apple-ის ინჟინრებმა გამოიტანეს დასკვნები და „გამოასწორეს შეცდომები“ ახალი Macbook Pro-ს შემუშავებისას. ამჯერად ძირითადი ელემენტების ამოღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად, სპეციალური "ჩანართების" დაჭერით (იხილეთ სურათი ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ბატარეის შეცვლა მაინც მოითხოვს ტრეკპადის ამოღებას, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.    iFixit-მა აგრეთვე შეძლო დაედასტურებინა, რომ ახალი Macbook შესანიშნავად მუშაობს არაორიგინალური ბატარეით დამოუკიდებლად შეცვლის შემდეგ. გარდა ამისა, ლეპტოპის პორტების უმეტესობა დისკის წამკითხველისა და HDMI კონექტორის გარდა ცალკეულ მოდულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა შესაძლებელია შედარებით მარტივად და იაფად.  

Apple სმარტფონე

Apple კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში სმარტფონების წარმოების სიდიდით მეორე კომპანია. IDC-ის ცნობებით, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ მესამე კვარტალში 50.4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ეს 6.1 მილიონით მეტია Xiaomi-ს მიერ რეალიზებული სმარტფონების რიცხვზე, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე კვლავ Samsung-ია, რომელმაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Apple-ზე 18.6 მილიონით მეტი სმარტფონი აწარმოა.  უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ iPhone-ის მიწოდება წლიური გამოთვლით 20.8%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით Apple ხდება სმარტფონების ყველაზე სწრაფადმზარდი მწარმოებელი ლიდერების ხუთეულში. მაგალითისთვის, წლიური გამოთვლებით Samsung-ის მიწოდების მასშტაბი 14.2%-ით შემცირდა, Xiaomi-სა - 4.6%-ით. Samsung-ისა და Xiaomi-ს პოზიციების კარგვა ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტით აიხსნება, რომელიც წარმოების ყველა სეგმენტს შეეხო. მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვის მოცულობა 6.7%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით.    phonearena.com  თუმცა კრიზისი Apple-საც შეეხო. ამ დროისთვის iPhone 13-ს მიწოდების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელი, რომელიც ახლა შეუკვეთავს მოწყობილობას, მიიღებს მას მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, ან სულაც დეკემბერში. ეს ანელებს iPhone-ის გაყიდვებს და ხელს უშლის Apple-ს გაუსწრო Samsung-ს, როგორც სმარტფონების ნომერ პირველ მწარმოებელს. თუმცა, სცენარის ამგვარად განვითარება შესაძლებელია, თუ Apple მომავალ წელს უზრუნველყოფს ჩიპების დიდ მარაგს. საწარმოო ექსპერტების პროგნოზით ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს მომავალი წლის ბოლომდე.  აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სმარტფონების ბაზარზე ცხელი ბრძოლა მიმდინარეობს Vivo-სა და Oppo-ს შორის. ორივე ჩინურმა კომპანიამ მესამე კვარტალში დაახლოებით 33.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ერთმანეთში…

გამოჩნდა გეი

კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე Intel-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ Arc Alchemist სერიის დისკრეტული გრაფიკული პროცესორები მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პირველად დესკტოპ ვერსიების დებიუტი შედგება თუ არა. პოპულარულმა YouTube-არხმა გამოაქვეყნა ამ სერიის უფროსი ვიდეო დაფის პირველი ფოტო, რომელშიც GDDR6 ტიპის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება იქნება წარმოდგენილი.    Intel-ის მიერ დამზადებული ვიდეო დაფის ნიმუშის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი უცვლელი სახით გამოვა საცალო ბაზარზე. პირველ რიგში, ეს გახლავთ ეტალონური ვერსია, Intel-ის პარტნიორებმა კი შესაძლოა საკუთარი დიზაინის მოდელები შეიმუშავონ. მეორე - ეს არის ჯერ მხოლოდ ინჟინრული ნიმუში და სერიული წარმოების დაწყების მომენტში შესაძლოა გადაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, ორიგინალური დიზაინისგან იგი განსხვავდება გაგრილების სისტემის ვერცხლისფერი გარსაცმით - პირველ ვერსიაში ის შავი იყო.    ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead  ამ ვიდეო დაფას ექნება არა მხოლოდ 512 შემსრულებელი ბლოკი, ასევე GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება და TDP-ის დონე - არაუმეტეს 225 ვატი. ფოტოზე კარგად ჩანს კვების დამატებითი კონექტორების კონფიგურაცია: რვაპინიან კონექტორთან…

14-დუიმიანი MacBook

Apple-მა ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა კომპანიის ახალი პროდუქტები. უპირველეს ყოვლისა, ესენია ფლაგმანური ლეპტოპები MacBook Pro 16" და MacBook Pro 14" Apple-ის ახალი საფირმო პროცესორებით, განახლებული დიზაინით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების ფართო ნაკრებით. ამასთან, MacBook Pro 14 სრულიად ახალი მოწყობილობაა - ამ დრომდე ამ ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Apple-ს არ გამოუშვია.    ფოტო: Apple  MacBook Pro-ს ამჟამინდელი განახლება უდიდესია Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპებისთვის 2016 წლის შემდეგ. წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი წარმოების ერთკრისტალიანი სისტემის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი MacBook Pro 14 სტანდარტულად წარმოდგენილია მხოლოდ Apple M1 Pro ჩიპით, თუმცა ოფციის სახით შესაძლებელია Apple M1 Max-ის არჩევაც.  ცენტრალურ პროცესორ Apple M1 Pro-სა და M1 Max-ში გაერთიანებულია 10 ბირთვი, რომელთაგან რვა არის მაღალი წარმადობის, ორი კი - ენერგოეფექტური. მაღალი წარმადობის ბირთვები გამოიყენება რთული ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად ვიდეოს დამუშავებისთვის, ენერგოეფეტური ბირთვები კი - ისეთი მარტივი ამოცანების დამუშავებისას, როგორიცაა ინტერნეტში მუშაობა. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ლეპტოპები გახდეს უფრო ავტონომიური, თუმცა ამავე დროს მაღალი წარმადობის.     ინტეგრირებული…

MSI-მ გამოაქვეყ

კომპანია MSI-მ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა თიზერი Intel Z690 სისტემურ ლოგიკაზე დამყარებული სამომავლო დედა დაფების ფოტოებით. სურათების ტიპური დიზაინი გვიჩვენებს MEG ACE სერიის დედა დაფას ოქროსფერი ჩანართებით, MAG Tomahawk-ს - სამხედრო სტილის დიზაინით და უცნობ მოდელს MPG სერიიდან, რომელიც უჩვეულო ღია ვერცხლისფერშია წარმოდგენილი. სავარაუდოდ, შეტყობინება გამოქვეყნდა სპეციალურ ღონისძიება The Next Playground-ზე ყურადღების მიპყრობის მიზნით, სადაც შესაძლებელია პირველად გამოჩნდეს კოდური დასახელება Alder Lake-S-ის მქონე მე-12 თაობის სამომავლო Intel Core დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი ახალი დედა დაფები. ღონისძიება The Next Playground 2 ნოებრისთვისაა დაგეგმილი.  იმავდროულად, ენთუზიასტმა Twitter-იდან - @momomo_us-მა შეადგინა MSI-ს (და არა მხოლოდ) მრავალი მომავალი დაფის წინასწარი სია. სტატიის წერის მომენტში ჩამონათვალი მოიცავდა 24 პოზიციას, მათ შორის არის მოდელები წარმოდგენილი ორი ვერსიით, DDR4 ან DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. ფლაგმანური პროდუქტები ამჟამად სიაში მოცემულია მხოლოდ DDR5 სტანდარტის მხარდაჭერით.  overclockers.ge