ახალ MacBook Pro-ს მო

წინა თაობის Macbook Pro მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას ისეთი მარტივი ოპერაციისთვის, როგორიცაა ბატარეის გამოცვლა. როგორც iFixit ხუმრობით ამბობს, ბოლო თაობის MacBook Pro-ში ბატარეის გამოცვლა მოითხოვს „უსასრულო მოთმინებას, იზოპროპილის სპირტის ბოთლს და, სურვილისამებრ, ალკოჰოლის ბოთლს პირადი გამოყენებისთვის“.  2019 წლის MacBook-ების მფლობელებისთვის სპეციალურად ბატარეის შეცვლის სახელმძღვანელოც კი გამოუშვეს, რომელიც 82 ეტაპს მოიცავს.    2021 წლის Macbook Pro-ს დაშლის დროს iFixit-ის წარმომადგენელი სემ გოლდჰარტი ელოდა კვლავ მსგავსი რამის ნახვას, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. როგორც ჩანს, Apple-ის ინჟინრებმა გამოიტანეს დასკვნები და „გამოასწორეს შეცდომები“ ახალი Macbook Pro-ს შემუშავებისას. ამჯერად ძირითადი ელემენტების ამოღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად, სპეციალური "ჩანართების" დაჭერით (იხილეთ სურათი ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ბატარეის შეცვლა მაინც მოითხოვს ტრეკპადის ამოღებას, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.    iFixit-მა აგრეთვე შეძლო დაედასტურებინა, რომ ახალი Macbook შესანიშნავად მუშაობს არაორიგინალური ბატარეით დამოუკიდებლად შეცვლის შემდეგ. გარდა ამისა, ლეპტოპის პორტების უმეტესობა დისკის წამკითხველისა და HDMI კონექტორის გარდა ცალკეულ მოდულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა შესაძლებელია შედარებით მარტივად და იაფად.  

Apple სმარტფონე

Apple კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში სმარტფონების წარმოების სიდიდით მეორე კომპანია. IDC-ის ცნობებით, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ მესამე კვარტალში 50.4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ეს 6.1 მილიონით მეტია Xiaomi-ს მიერ რეალიზებული სმარტფონების რიცხვზე, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე კვლავ Samsung-ია, რომელმაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Apple-ზე 18.6 მილიონით მეტი სმარტფონი აწარმოა.  უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ iPhone-ის მიწოდება წლიური გამოთვლით 20.8%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით Apple ხდება სმარტფონების ყველაზე სწრაფადმზარდი მწარმოებელი ლიდერების ხუთეულში. მაგალითისთვის, წლიური გამოთვლებით Samsung-ის მიწოდების მასშტაბი 14.2%-ით შემცირდა, Xiaomi-სა - 4.6%-ით. Samsung-ისა და Xiaomi-ს პოზიციების კარგვა ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტით აიხსნება, რომელიც წარმოების ყველა სეგმენტს შეეხო. მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვის მოცულობა 6.7%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით.    phonearena.com  თუმცა კრიზისი Apple-საც შეეხო. ამ დროისთვის iPhone 13-ს მიწოდების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელი, რომელიც ახლა შეუკვეთავს მოწყობილობას, მიიღებს მას მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, ან სულაც დეკემბერში. ეს ანელებს iPhone-ის გაყიდვებს და ხელს უშლის Apple-ს გაუსწრო Samsung-ს, როგორც სმარტფონების ნომერ პირველ მწარმოებელს. თუმცა, სცენარის ამგვარად განვითარება შესაძლებელია, თუ Apple მომავალ წელს უზრუნველყოფს ჩიპების დიდ მარაგს. საწარმოო ექსპერტების პროგნოზით ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს მომავალი წლის ბოლომდე.  აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სმარტფონების ბაზარზე ცხელი ბრძოლა მიმდინარეობს Vivo-სა და Oppo-ს შორის. ორივე ჩინურმა კომპანიამ მესამე კვარტალში დაახლოებით 33.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ერთმანეთში…

14-დუიმიანი MacBook

Apple-მა ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა კომპანიის ახალი პროდუქტები. უპირველეს ყოვლისა, ესენია ფლაგმანური ლეპტოპები MacBook Pro 16" და MacBook Pro 14" Apple-ის ახალი საფირმო პროცესორებით, განახლებული დიზაინით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების ფართო ნაკრებით. ამასთან, MacBook Pro 14 სრულიად ახალი მოწყობილობაა - ამ დრომდე ამ ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Apple-ს არ გამოუშვია.    ფოტო: Apple  MacBook Pro-ს ამჟამინდელი განახლება უდიდესია Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპებისთვის 2016 წლის შემდეგ. წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი წარმოების ერთკრისტალიანი სისტემის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი MacBook Pro 14 სტანდარტულად წარმოდგენილია მხოლოდ Apple M1 Pro ჩიპით, თუმცა ოფციის სახით შესაძლებელია Apple M1 Max-ის არჩევაც.  ცენტრალურ პროცესორ Apple M1 Pro-სა და M1 Max-ში გაერთიანებულია 10 ბირთვი, რომელთაგან რვა არის მაღალი წარმადობის, ორი კი - ენერგოეფექტური. მაღალი წარმადობის ბირთვები გამოიყენება რთული ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად ვიდეოს დამუშავებისთვის, ენერგოეფეტური ბირთვები კი - ისეთი მარტივი ამოცანების დამუშავებისას, როგორიცაა ინტერნეტში მუშაობა. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ლეპტოპები გახდეს უფრო ავტონომიური, თუმცა ამავე დროს მაღალი წარმადობის.     ინტეგრირებული…

ახალ MacBook Pro-ებს

ახლო მომავალში კომპანია Apple აპირებს MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზის გამოშვებას. მათში გამოყენებული იქნება Apple-ის საკუთარი წარმოების პროცესორები, ასევე Mini LED ეკრანები გაზრდილი ტაქტის სიხშირითა და ტექნოლოგია ProMotion-ის მხარდაჭერით.  ანონსი მოსალოდნელია ოქტომბერში ან ნოემბერში. ოპერაციულ სისტემა macOS Monterey-ს მორიგი ბეტა-ვერსია შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ახალი ლეპტოპების შესახებ. მეშვიდე ბეტა-ვერსიაში ნახსენებია „3,024 x 1,964 Retina“ და „3,456 x 2,234 Retina“. ამგვარი გაფართოებები არ იყო წარმოდგენილი MacBook Pro-ს წინა მოდელებში. გამოდის, რომ შესაძლოა ეს გაფართოებები ჰქონდეთ ახალ 14 და 16-დუიმიან მოდელებს.  ეს გაფართოებები უფრო მაღალია ამჟამად არსებულ 13-და 16-დუიმიანი MacBook Pro მოდელების გაფართოებებთან შედარებით, რომლებშიც პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 226 ppi-ს შეადგენს. აპლიკაცია System Information-ის ფაილებში არსებული ორი ბმულის თანახმად ახალ მოდელებში პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 250 ppi იქნება. გაზრდილი გაფართოება საშუალებას იძლევა წარმოდგენილ იქნას მეტი ადგილი ეკრანზე, განსაკუთრებით 2x მასშტაბის გამოყენებისას.  ახალი ეკრანები დამყარებული იქნება Mini LED ტექნოლოგიაზე, ასე რომ კადრის განახლების გაზრდილი სიხშირე ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება. რაც შეეხება პროცესორ M1X-ს, იგი წარმადობით და სისწრაფით M1-ს აღემატება. შესაძლოა გაიზარდოს გრაფიკული წარმადობაც.  Touch Bar პანელის ნაცვლად Apple სავარაუდოდ გამოიყენებს კონექტორ MagSafe-ს, რომელზეც ადრე უარი ითქვა USB Type-C პორტის სასარგებლოდ. ახალ მოდელებში აგრეთვე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სლოტი მეხსიერების ბარათისთვის…