Blog post

ASUS-მა წარადგინა ახალი ბიზნეს-ლეპტოპები ExpertBook B5 – OLED დისპლეით

კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები ExpertBook B5, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. სერია მოიცავს სტანდარტულ ExpertBook B5 მოდელს, ასევე ტრანსფორმირებად ვერსია ExpertBook B5 Flipს. 

კომპაქტურ ლეპტოპებს აქვთ 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. გამოყენებულია Full HD ფორმატის მატრიცა 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. უზრუნველყოფილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. ლეპტოპ ExpertBook B5 Flip-ის ზედა ნაწილი ბრუნავს 360 გრადუსით, რაც შესაძლებელს ხდის მოწყობილობა გარდაიქმნას სენსორული მართვის მქონე პლანშეტად. 

image.jpeg 

პორტატულ კომპიუტერ ExpertBook B5-ში მოცემულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7 ტაქტის სიხშირით 4.2 გჰც-მდე, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ში კი – ჩიპი Intel Core i7-1165G7, რომელსაც აქვს ასევე ოთხი ბირთვი, სიხშირე კი – 4.7 გჰც-მდე. 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 48 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია M.2 NVMe PCIe 3.0 ფორმატის 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის SSD-ის განთავსება (ტრანსფორმირებად მოდელში). 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის კლავიატურა განათებით, 720p ფორმატის ვებ-კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen 2 Type-A, Thunderbolt 4 (×2) და HDMI 2.0b, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია თითის ანაბეჭდის სკანერი მომხმარებლის ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. 

ლეპტოპი ExpertBook B5 გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ის ფასი კი 1700 აშშ დოლარიდან იწყება. 

overclockers.ge