Apple სმარტფონების წარმოების მოცულობის სიდიდით მეორე კომპანია გახდა და უკან ჩამოიტოვა Xiaomi

Apple კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში სმარტფონების წარმოების სიდიდით მეორე კომპანია. IDC-ის ცნობებით, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ მესამე კვარტალში 50.4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ეს 6.1 მილიონით მეტია Xiaomi-ს მიერ რეალიზებული სმარტფონების რიცხვზე, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე კვლავ Samsung-ია, რომელმაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Apple-ზე 18.6 მილიონით მეტი სმარტფონი აწარმოა. 

უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ iPhone-ის მიწოდება წლიური გამოთვლით 20.8%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით Apple ხდება სმარტფონების ყველაზე სწრაფადმზარდი მწარმოებელი ლიდერების ხუთეულში. მაგალითისთვის, წლიური გამოთვლებით Samsung-ის მიწოდების მასშტაბი 14.2%-ით შემცირდა, Xiaomi-სა – 4.6%-ით. Samsung-ისა და Xiaomi-ს პოზიციების კარგვა ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტით აიხსნება, რომელიც წარმოების ყველა სეგმენტს შეეხო. მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვის მოცულობა 6.7%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით. 

image.jpeg 

phonearena.com 

თუმცა კრიზისი Apple-საც შეეხოამ დროისთვის iPhone 13 მიწოდების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდამომხმარებელირომელიც ახლა შეუკვეთავს მოწყობილობასმიიღებს მას მხოლოდ ნოემბრის ბოლოსან სულაც დეკემბერშიეს ანელებს iPhone-ის გაყიდვებს და ხელს უშლის Apple- გაუსწრო Samsung-როგორც სმარტფონების ნომერ პირველ მწარმოებელსთუმცასცენარის ამგვარად განვითარება შესაძლებელიათუ Apple მომავალ წელს უზრუნველყოფს ჩიპების დიდ მარაგსაწარმოო ექსპერტების პროგნოზით ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს მომავალი წლის ბოლომდე. 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სმარტფონების ბაზარზე ცხელი ბრძოლა მიმდინარეობს Vivo-სა და Oppo-ს შორის. ორივე ჩინურმა კომპანიამ მესამე კვარტალში დაახლოებით 33.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ერთმანეთში იყოფენ მეოთხე ადგილს. Vivo-მ დააფიქსირა 5.8%-იანი ზრდა, ხოლო Oppo-ს მიწოდება 8.6%-ით გაიზარდა წელიწადში. 2021 წელს მიწოდებული სმარტფონების საერთო რაოდენობა ამჟამად 331.2 მილიონია.

 

overclockers.ge