Blog post

Laptop

Acer-მა წარადგინა ლეპტოპი-ტრანსფორმერი ConceptD 3 Ezel პროცესორით Tiger Lake და GeForce RTX 3050 Ti ვიდეო დაფით

Acer-მა წარადგინა ტრანსფორმერი ლეპტოპი ConceptD 3 Ezel, რომლის ფასი 1700 აშშ დოლარია. ლეპტოპი გასულ წელს გამოსული მოდელის განახლებას წარმოადგენს. მას აქვს მინიმალისტური სტილი და საფირმო მოძრავი სახსარი, რომელიც საშუალებას იძლევა ეკრანი 360 გრადუსით შემოტრიალდეს. 

მოწყობილობა განკუთვნილია გრაფიკული დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვისამიტომ იგი აღჭურვილია აქტიური სტილუსით. ConceptD 3 Ezel-ს 14-დუიმიანი IPS ეკრანი აქვს Full HD გაფართოებით. დისპლეი უზრუნველყოფილია Adobe RGB ფერთა გამის სრული დაფარვით, მხარდაჭერილია სენსორული მართვა. აპარატული პლატფორმის სახით გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-11800H, ხელმისაწვდომია დისკრეტული ვიდეო დაფა NVIDIA GeForce RTX 3050 Ti. ლეპტოპს გააჩნია DDR4 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და PCIe ინტერფეისით დაკავშირებული 1-ტერაბაიტიანი SSD.  

image.jpeg 

ლეპტოპზე ხელმისაწვდომია ორი პორტი USB 3.2 Type-A, SD ბარათის წამკითხველი, კომბინირებული აუდიოკონექტორი, აგრეთვე HDMI 2.0, Thunderbolt 4 და Mini DisplayPort 1.4. Acer ConceptD 3 Ezel ხელმისაწვდომია მხოლოდ თეთრი ფერის კორპუსით. მისი გაყიდვა ჩინეთში უკვე დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება სხვა რეგიონებში. 

overclockers.ge