ცნობილი გახდა Intel-ის ახალი პროცესორების ფასები

გამოჩნდა ახალი Core i9-11900K პროცესორის პირველი ტესტებიჩვენ წინაშე Intel-ის ახალი 8ბირთვიანი ფლაგმანირომელიც 2021 წლის სერიას უდგას სათავეში.

 

 იგიისევე როგორც ყველა დანარჩენი ჩიპიეფუძნება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, თუმცა აქვს ახალი Cypress Cove არქიტექტურათუ ვიმსჯელებთ მხოლოდ ერთბირთვიანი შედეგების ეფექტურობიმაშინ ნამდვილად ხელმისაწვდომია IPC-წარმადობის ორჯერ ზრდარაზეც Intel-ი საუბრობდამაგრამ რეალურ თამაშებში ვითარება სხვაგვარია: უმეტესად, 8-ბირთვიანი ჩიპი 10-ბირთვიან ფლაგმანურ Core i9-10900K-ს ჩამორჩება. როგორც ჩანსასე იქნება პროცესორების რელიზ-ვერსიებშირაც ნიშნავს იმასრომ ელი ფასით ახალი ჩიპების გაყიდვა გაჭირდება.

რეალურად, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფასო პოლიტიკა მეტად უცნაური იქნება. შესაბამის მონაცემებს შეგვიძლია მოცემულ ცხრილზე გავეცნოთ: 

image.png 

როგორც ვხედავთ, Core i9-11900K ღირს 500 ევრო იმ დროს, როდესაც 10-ბირთვიანი Core i9-10900K შეფასებულია 550 ევროდ. თუმცა ყველა სხვა ჩიპი საპირისპირო შედეგებს გვიჩვენებს. 

Core i7-11700K ჩიპის ფასია 375 ევრო, Core i7-10700K მოდელისა იყო 320 ევრო. Core i5-11600K – 240 ევრო, Core i5-10600K – 230 ევრო. 

image.png 

ფასები საბოლოო არ არისრადგან ოფიციალური გაყიდვები არ დაწყებულაეს ნიშნავს იმასრომ Core i7-11700K და Core i5-11600K შეიძლება ოდნავ იაფი იყოს გამოსვლისასამჟამად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ გაჟონილ ცნობებზე. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფასები განსხვავებული იქნება რეგიონების მიხედვით. როგორც ჩანს, ფლაგმანად დარჩება 10-ბირთვიანი Core i9-10900K, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი Core i9-11900K ჩიპის ფასმა მის ფასს გადააჭარბოს ზოგიერთ რეგიონში. 

overclockers.ge