სამი კომპანია ფლობს პლანშეტების პროცესორების ბაზრის 80%-ზე მეტ წილს – Apple ლიდერობს დიდი უპირატესობით

კომპანია Strategy Analyticsმა შეისწავლა წილების განაწილების ბალანსი პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე. დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასეთი ჩიპების გადაზიდვა ფულადი თვალსაზრისით გაიზარდა 17%-ით 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. 

ინდუსტრიის მოცულობამ მიაღწია 737 მილიონ აშშ დოლარსმიწოდების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა აიხსნება პანდემიის ფონზე პლანშეტებზე გაზრდილი მოთხოვნითმთელ მსოფლიოში მომხმარებლებმა დაიწყეს ასეთი გაჯეტების ყიდვა გასართობად და ინტერნეტში სამუშაოდ. 

პლანშეტების პროცესორების გლობალურ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეა Apple 58%-იანი წილით. მეორე ადგილზეა Intel 14%-ით, ხოლო Qualcomm საუკეთესო სამეულში მოხვდა 10%იანი მაჩვენებლით. 

ამრიგად, სამი დასახელებული კომპანია ერთად აკონტროლებს გლობალური ბაზრის 82% -ს. ჩიპების ყველა სხვა მომწოდებელი ერთობლივად იკავებს ინდუსტრიის 18%-ს. 

image.jpeg 

წყარო: Strategy Analytics 

თუკი ბაზარს ერთეულების კუთხით განვიხილავთ, პლანშეტებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა მეორე კვარტალში 8%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე დროს, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

overclockers.ge