ლეპტოპის შეკეთება

ლეპტოპის შეკეთება მოთხოვნადი სერვისია, ჩვენ გთავაზობთ, როგორც პროგრამულ, ასევე ტექნიკურ შეკეთებას.

  • ლეპტოპის გაწმენდა მტვრისაგან;
  • გაგრილების პრობლემების აღმოფხვრა;
  • დაზიანებული  დეტალების შეკეთება;
  • დამტენის შეკეთება;
  • ლეპტოპის ეკრანის შეცვლა;
  • ნოუთბუქის კლავიატურის შეცვლა;
  • გატეხილი კორპუსის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში.

ლეპტოპის შეკეთება იწყება მისი დიაგნოსტიკით, ვიზუალურად გამოვლენილი პრობლემა შესაძლოა სულ სხვა დეტალის დაზიანების შედეგი აღმოჩნდეს.

დიაგნოსტიკას გარკვეული დრო სჭირდება, ხდება ლეპტოპის დეტალურად დაშლა და სათითაო კომპონენტის ელექტრული შემოწმება.

გაუმართაობის მიზეზის გამოვლენის შემდეგ ხდება კონკრეტული ელექტრო დეტალის შეცვლა ან აღდგენა.

ხშირად კომპიუტერის  შეკეთება ვერ ხორციელდება, თუმცა მასში განთავსებული ინფორმაცია საჭიროებს აღდგენას და სხვა ინფორმაციის მატარებელზე გადაწერას.

ლეპტოპის შეკეთება მოითხოვს საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას, ნუ ჩაუგდებთ ხელში ძვირადღირებულ ტექნიკას გამოუცდელ დილეტანტებს.