კომპანია Asus-ის ყველა ახალი მობილური სამუშაო სადგური და ლეპტოპი, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი

კომპანია Asus-ის ყველა ახალი მობილური სამუშაო სადგური და ლეპტოპი, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიერიდან OLED-დისპლეებით იქნება წარმოდგენილი. ტაივანური კომპანია ელის, რომ ეს სიახლე გახდება მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ლეპტოპებისგან. 

ლეპტოპებში ფართოდ გავრცელებულ IPS-დისპლეებთან შედარებით OLED-მატრიცა უზრუნველყოფს უფრო ღრმა შავი ფერის გადმოცემას, კონტრასტულობისა და რეაქციის დროის საუკეთესო მაჩვენებლებს. აგრეთვე, OLED თავს უკეთ წარმოაჩენს HDR-კონტენტთან მუშაობისას. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ამ ტექნოლოგით დამზადებულ მატრიცებს ახასიათებდა პიქსელების “გადაწვა” სტატიკური სურათის ან ინტერფეისის სტატიკური ელემენტების ხანგრძლივი ჩვენების დროს. 

ადრე OLED-დისპლეებით კომპლექტდებოდა ASUS-ის მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მოდელები, ახლა კი ამ ტიპის დისპლეების ხილვა შესაძლებელი იქნება საშუალო ფასის სეგმენტშიც. ახალი მოდელებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობა იქნება StudioBook Pro 16, მისი ფასი 2500 აშშ დოლარიდან იწყება. მას ექნება პროფესიონალური ვიდეო დაფა Nvidia RTX A2000, ან A5000. პროცესორის სახით კი წარმოდგენილი იქნება - Intel Xeon ან 5000-სერიის Ryzen. 

image.jpeg

უფრო დაბალბიუჯეტურ OLED მოდელებს შორისაა ZenBook Pro 15 და Vivobook Pro 14X, რომელთა საწყისი ფასებია 1470 $ და 1400 $, შესაბამისად. ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება დისკრეტული RTX 3050 Ti გრაფიკით და Intel Core i7 ან Ryzen 5000 სერიის პროცესორებით.