ვინდოუსის გადაყენება

პროგრამული უზრუნველყოფა ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია ჩვენი მომხმარებლების მხრიდან.

ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორად დაინსტალირებული ოპერაციული სისტემა თავისი შემადგენელი კომპონენტებით, განსაზღვრავს კომპიუტერის ყველა ნაწილის სწორად და გამართულ მუშაობას.

“ვინდოუსის გადაყენება” ერთი შეხედვით უწყინარი სერვისია, თუმცა მაინც მოითხოვს, რომ კომპეტენტური სპეციალისტის მიერ იყოს შესრულებული, რადგან არასწორმა მოქმედებებმა შესაძლოა მიგვიყვანოს კომპიუტერის შეფერხებულ მუშაობამდე ან სულაც ინფორმაციის დაკარგვამდე.

10 წელზე მეტია, რაც ამ სერვისს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება და კომპეტენცია.

Windows-ის გადაყენების დროს, პირველი რაც უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტმა ეს არის კომპიუტერის შესაძლებლობები და ამათუიმ ვერსიის ვინდოუსის სისტემური მოთხოვნები, რაც ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.

შემდეგი ნაბიჯი არის ინფორმაციის უსაფრთხოება, თუ კომპიუტერის მყარი დისკი არ არის ლოგიკურ დისკებად დაყოფილი და ინფორმაცია არ ინახება არა სისტემურ ლოგიკურ დისკზე, ამ შემთხვევაში ვინდოუსის გადაყენებისას არსებობს საშიშროება ინფორმაციის დაკარგვის.

ინსტალაციის პროცესი მარტივია, მაგრამ აქაც გვხვდება მთელი რიგი ფუნქციონალი, რისი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს პროცესში.

შემდეგი ეტაპი არის დრაივერების სწორად ინსტალაცია, რადგან სწორედ ეს პატარა პროგრამები განსაზღვრავს კომპიუტერის თითოეული დეტალის სწორ მუშაობას.

ოსერვისი გთავაზობთ პროგრამული მომსახურების სერვისს, რომელიც მთლიანად მომხმარებელის ინტერესებზეა მორგებული :

პროგრამული სერვისი

ვინდოუსის გადაყენება და ყველა საჭირო პროგრამის ინსტალაცია

– ინფორმაციის სრული შენარჩუნება (Desktop, Documents, Outlook-ის წერილები, კონტაქტები), მაშინაც კი თუ კომპიუტერი არ ირთვება, ან ოპერაციული სისტემა არ იტვირთება

– მყარი დისკის მომზადება, Partition-ების გასწორება

– ოპერაციული სისტემის ინსტალაცია (Windows XP, Vista, 7, 8, 8.1 )

– ოპერაციული სისტემის ოპტიმიზაცია, მომხმარებლის ინტერესებზე მორგება

– ნებისმიერი სახის დრაივერების ინსტალაცია, ბოლო განახლებით

– კომპიუტერის გაწმენდა ვირუსებისგან ლიცენზირებული ანტივირუსით

– სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია

– ლიცენზირებული ანტივირუსის ინსტალაცია

– საფოსტო კლიენტის კონფიგურაცია (Outlook Express, MS Outlook)

– პერიფერიული მოწყობილობების მიერთება (პრინტერი, სკანერი)

– პროგრამული გაუმართაობის აღმოფხვრა

– ინტერნეტთან წვდომის კონტროლი და მართვა