დედა დაფების მწარმოებლები პროცესორების ფასების შემცირებას ელოდებიან

საინტერესო ცნობა გააჟღერა ტავანურმა ვებ-გვერდ DigiTimes-მა. წყაროს ინფორმაციის თანახმად დედა დაფების მწარმოებლები ელოდებიან „დაამზადე შენ თვითონ“ ბაზრის სეგმენტის გამოცოცხლებას მეოთხე კვარტალში, თუმცა თავიანთ მოლოდინებს უკავშირებენ არა ახალი Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლას, არამედ Intel-ისა და AMD-ის პროცესორებზე ამჟამინდელი ფასების შემცირებას. 

 

ფოტოს წყარო: DigiTimes 

ინტერნეტ-წყაროები ამ დრომდე პერიოდულად საუბრობდნენ Intel-სა და AMD-ს შორის ფასების ომზე სერვერულ სეგმენტში, სადაც პირველ მათგანს ჯერჯერობით არაფერი გააჩნია უახლეს EPYC პროცესორებთან დასაპირისპირებლად წარმადობისა და ფლობის ჯამური ფასის შეფარდების თვალსაზრისით. ამჟამად ტაივანური ვებ-გვერდი პირდაპირ მიანიშნებს, რომ წინ არის დესკტოპ სეგმენტის პროცესორებზე ფასების კლება და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ძვირდება. 

ბოლო კვარტალური ანგარიშგების ღონისძიებაზე Micron Technology-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კომპონენტების დეფიციტი ოდნავ შესუსტდება, მაგრამ მისი სრულად დამარცხება შესაძლებელი იქნება არა უადრეს 2023 წლისა. Barron’s-სთან ინტერვიუში Micron Technology-ის ბიზნეს-დირექტორმა Sumit Sadana-მ თქვა, რომ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის გაზრდას, როგორც წესი, მინიმუმ ცხრა თვე სჭირდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Micron 

როგორც ჩანსმთელ რიგ ინდუსტრიებში მოთხოვნა იზრდება უსწრაფესი ტემპით და მწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ დრო სიმძლავრეების გასაზრდელადამ მიზეზით ხდება ჩიპების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის მუდმივად გადავადება და მასში არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორსმაჟორულ გარემოებებროგორებიცაა ლოქდაუნი, სტიქიური უბედურებები და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება ლოისტიკის დარღვევის გამო. 

overclockers.ge