გამოჩნდა გეიმინგ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ის ფლაგმანური ვერსიის პირველი ფოტოები

კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე Intel-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ Arc Alchemist სერიის დისკრეტული გრაფიკული პროცესორები მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პირველად დესკტოპ ვერსიების დებიუტი შედგება თუ არა. პოპულარულმა YouTube-არხმა გამოაქვეყნა ამ სერიის უფროსი ვიდეო დაფის პირველი ფოტო, რომელშიც GDDR6 ტიპის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. 

 

Intel-ის მიერ დამზადებული ვიდეო დაფის ნიმუშის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი უცვლელი სახით გამოვა საცალო ბაზარზე. პირველ რიგში, ეს გახლავთ ეტალონური ვერსია, Intel-ის პარტნიორებმა კი შესაძლოა საკუთარი დიზაინის მოდელები შეიმუშავონ. მეორე – ეს არის ჯერ მხოლოდ ინჟინრული ნიმუში და სერიული წარმოების დაწყების მომენტში შესაძლოა გადაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, ორიგინალური დიზაინისგან იგი განსხვავდება გაგრილების სისტემის ვერცხლისფერი გარსაცმით – პირველ ვერსიაში ის შავი იყო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Moore’s Law Is Dead 

ამ ვიდეო დაფას ექნება არა მხოლოდ 512 შემსრულებელი ბლოკი, ასევე GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება და TDP-ის დონე – არაუმეტეს 225 ვატი. ფოტოზე კარგად ჩანს კვების დამატებითი კონექტორების კონფიგურაცია: რვაპინიან კონექტორთან ერთად წარმოდგენილია ექვსპინიანიც. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ვიდეო დაფის კვების ქვესისტემა ადაპტირებული PCI Express 5.0 სტანდარტთან. ASUS-ისგან ცნობილია, რომ ახალი თაობის ფლაგმანურ ვიდეო დაფებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი ტიპის 12-პინიანი კონექტორი, რომლის წყალობით შესაძლებელი იქნება 600 ვატამდე ელექტროენერგიის გადაცემა ერთადერთი სადენით. მოკლედ, ახალ სტანდარტებზე წინა გადასვლების შემთხვევის მსგავსად დაკავშირების ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ადაპტერებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ვიდეო დაფის რადიატორი და ქულერები სცილდება PCB-ს ფარგლებს ისევე, როგორც მსგავსი სტრუქტურის ბევრი გრაფიკული ამაჩქარებლის შემთხვევაში. პარალელურად არხი Moore’s Law Is Dead წარმოგვიდგენს Arc Alchemist სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი, 128 ბლოკის მქონე ვიდეო დაფის რენდერს – მას ერთადერთი ქულერი და კომპაქტური გაბარიტები აქვს. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ რეალური ნიმუშის ფოტო, არამედ თვითმხილველების აღწერის მიხედვით შექმნილი ესკიზია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Moore’s Law Is Dead 

უმცროსი ვიდეო დაფის TDP-ის დონეწინასწარი შეფასებითარ აღემატება 75 ატს, ხოლო GDDR6 მეხსიერების მოცულობა 8 გბით შემოიფარგლებაარაოფიციალური მონაცემებით Arc Alchemist სერიის დესკტოპ სეგმენტის დისკრეტული წარმომადგენლები გამოჩნდება მხოლოდ მომავალი წლის მეორე კვარტალშიპირველ კვარტალში კი დიდი ალბათობით მობილური ვერსიების დებიუტი შედგება. 

overclockers.ge