ახალ MacBook Pro-ს მოხსნადი მოდულური ბატარეა აქვს

წინა თაობის Macbook Pro მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას ისეთი მარტივი ოპერაციისთვის, როგორიცაა ბატარეის გამოცვლა. როგორც iFixit ხუმრობით ამბობს, ბოლო თაობის MacBook Pro-ში ბატარეის გამოცვლა მოითხოვს „უსასრულო მოთმინებას, იზოპროპილის სპირტის ბოთლს და, სურვილისამებრ, ალკოჰოლის ბოთლს პირადი გამოყენებისთვის“. 

2019 წლის MacBook-ების მფლობელებისთვის სპეციალურად ბატარეის შეცვლის სახელმძღვანელოც კი გამოუშვეს, რომელიც 82 ეტაპს მოიცავს. 

 

2021 წლის Macbook Pro- დაშლის დროს iFixit-ის წარმომადგენელი სემ გოლდჰარტი ელოდა კვლავ მსგავსი რამის ნახვასმაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩაროგორც ჩანს, Apple-ის ინჟინრებმა გამოიტანეს დასკვნები და „გამოასწორეს შეცდომები“ ახალი Macbook Pro- შემუშავებისასმჯერად ძირითადი ელემენტების ამოღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფადსპეციალური “ჩანართების” დაჭერით (იხილეთ სურათი ქვემოთ). მიუხედავად იმისარომ ბატარეის შეცვლა მაინც მოითხოვს ტრეკპადის ამოღებასეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. 

image.png 

iFixit-მა აგრეთვე შეძლო დაედასტურებინა, რომ ახალი Macbook შესანიშნავად მუშაობს არაორიგინალური ბატარეით დამოუკიდებლად შეცვლის შემდეგ. გარდა ამისა, ლეპტოპის პორტების უმეტესობა დისკის წამკითხველისა და HDMI კონექტორის გარდა ცალკეულ მოდულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა შესაძლებელია შედარებით მარტივად და იაფად.