ახალ MacBook Pro-ებს კადრის განახლების უფრო მაღალი სიხშირე ექნება

ახლო მომავალში კომპანია Apple აპირებს MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზის გამოშვებას. მათში გამოყენებული იქნება Apple-ის საკუთარი წარმოების პროცესორები, ასევე Mini LED ეკრანები გაზრდილი ტაქტის სიხშირითა და ტექნოლოგია ProMotion-ის მხარდაჭერით. 

ანონსი მოსალოდნელია ოქტომბერში ან ნოემბერში. ოპერაციულ სისტემა macOS Monterey-ს მორიგი ბეტა-ვერსია შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ახალი ლეპტოპების შესახებ. მეშვიდე ბეტა-ვერსიაში ნახსენებია „3,024 x 1,964 Retina“ და „3,456 x 2,234 Retina“. ამგვარი გაფართოებები არ იყო წარმოდგენილი MacBook Pro-ს წინა მოდელებში. გამოდის, რომ შესაძლოა ეს გაფართოებები ჰქონდეთ ახალ 14 და 16-დუიმიან მოდელებს. 

ეს გაფართოებები უფრო მაღალია ამჟამად არსებულ 13-და 16-დუიმიანი MacBook Pro მოდელების გაფართოებებთან შედარებით, რომლებშიც პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 226 ppi-ს შეადგენს. აპლიკაცია System Information-ის ფაილებში არსებული ორი ბმულის თანახმად ახალ მოდელებში პიქსელების სიმჭიდროვე დაახლოებით 250 ppi იქნება. გაზრდილი გაფართოება საშუალებას იძლევა წარმოდგენილ იქნას მეტი ადგილი ეკრანზე, განსაკუთრებით 2x მასშტაბის გამოყენებისას. 

ახალი ეკრანები დამყარებული იქნება Mini LED ტექნოლოგიაზე, ასე რომ კადრის განახლების გაზრდილი სიხშირე ლოგიკურ ნაბიჯად გამოიყურება. რაც შეეხება პროცესორ M1X-ს, იგი წარმადობით და სისწრაფით M1-ს აღემატება. შესაძლოა გაიზარდოს გრაფიკული წარმადობაც. 

Touch Bar პანელის ნაცვლად Apple სავარაუდოდ გამოიყენებს კონექტორ MagSafe-ს, რომელზეც ადრე უარი ითქვა USB Type-C პორტის სასარგებლოდ. ახალ მოდელებში აგრეთვე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სლოტი მეხსიერების ბარათისთვის და HDMI პორტი. Apple გეგმავს თვეში 600-800 ათასი MacBook Pro-ს გაყიდვას.