ტელ: (032) 2 306 206

UPS – უწყვეტი კვების წყარო

ups

უწყვეტი კვების წყარო, ეს არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ქსელში ძაბვის მნიშვნოლოვანი ვარდნის ან “დენის წასვლის” შემთხვევაში აპარატურას (არა მარტო კომპიუტერულს) გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ მიეწოდება ელ. ენერგია. დენის უწყვეტობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრ შემთხვევაში და არ ჩამოვთვლი, ჩემზე უკეთ იცით, როდის და როგორ დაგჭირვებიათ UPS-ი. მაგალითად, ოვერქლოქერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი BIOS-ის დაფლეშვაა, მაგრამ არა მარტო. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, UPS-ი საჭირო ნივთია და მეც პატარა FAQ-ს გადმოვთარგმნი, რათა ასე თუ ისე გავერკვათ როგორ ავარჩიოთ და რას მივაქციოთ ყურადღება.

Q: როგორი ტიპის UPS-ი არსებობს
A: Back-UPS – ყველაზე იაფფასიანი – როცა ქსელში ძაბვა დასაშვების ქვემოთ ეცემა, იგი უბრალოდ გადადის რეზერვულ კვებაზე აკუმლატორით. გამოსადეგია მაშინ როცა შენობის ელექტრომომარაგების ხარისხი მაღალია (ქსელში სტაბილური ძაბვა). სიმძლავრე როგორც წესი 150 – 800 VA (ვოლტ-ამპერი – volt-ampere ცვლადი დენის სიმძლავრე და 1 VA წრედში ელექტრული სიმძლავრეა როცა დენის ძალა უდრის 1 ამპერს და ძაბვა 1 ვოლტს).
Line-Interactive – “ქსელთან ურთიერთმოქმედი” – უწყვეტი კვების წყაროსთან ერთად ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციასაც. აქვს AVR (ძაბვის ავტომატური რეგულატორი) მოდული, რომელიც მუშაობს როგორც ძაბვის მატების, ისე დაკლების რეჟიმში. რეზრევულ რეჟიმში გადადის იმ შემთხვევაში როცა ძაბვა იმდენად მატულობს/კლებულობს, რომ AVR ვერ უზრუნველყოფს მის სტაბილიზაციას. UPS-ის ამ ტიპს მუშაობის უფრო ფართო დიაპაზონი აქვს (+/- 20% ნომინალიდან). ასევე კვებიდან აკუმლატორზე გადასვლის პერიოდი ნაკლები აქვს (დაახლოებით 4-5 მილიწამი). იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპის UPS-ია სიმძლავრით 340-დან 600 VA-მდე.
On-Line – ყველაზე ძვირადღირებული – აქვს მუდმივად ჩართული ძაბვის ინვერტორი, რომელიც იკვებება ქსელის დენით, ამიტომ ამ UPS-ზე მნიშვნელობა არა აქვს როგორი ძაბვა შედის მასში. შესაბამისად ბატარეაზე გადართვის პერიოდი 0 მილიწამია. სიმძლავრე 700 VA-დან ზემოთ. უარყოფითი მხარეებია: დაბალი მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი), ხმაურიანია და ძვირია.

შედეგში ხშირად გამოვიყენებ ტერმინს “რეზერვული რეჟიმი” ანუ როცა UPS მუშაობს და ასრულებს თავის ფუნქციას.
მოკლედ, UPS რეზერვულ რეჟიმში გადადის როცა “დენი ითიშება”

ძაბვა რეზერვულ რეჟიმში შეიძლება იყოს სინუსოიდის ფორმის, ან ტრაპეციის ფორმის (სინუსოიდის საფეხურობრივი აპროქსიმაცია). კომპიუტერის იმპულსური კვების ბლოკებისთვის ამ ტიპს მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მნიშვნელობა აქვს ტრანსფორმატორული კვების ბლოკებისთვის: მათთვის უმჯობესია სუფთა სინუსოიდით UPS-ები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალიან ცხელდება და შეიძლება დაიწვას. თუმცა დაბალი სიმძლავრის ტრანსფორმატორები (~10 ვატი) უპრობლემოდ მუშაობს აპროქსიმირებული სინუსიდით UPS-ბთან.
UPS-ები განსხვავდება ბატარეაზე გადართვის დროის მიხედვითაც. კომპიუტერი უპრობლემოდ მუშაობს 20 მილიწამით ძაბვის გათიშვის დროს, თუმცა ეს დამოკიდებულია კვების ბლოკზე და ზოგი კვების ბლოკი 300 მილიწამით დენის გათიშვასაც უძლებს. თანამედროვე UPS-ები Line-Interactive ტიპის გადართვას ანდომებენ 5-10 მილიწამს.

Q: ჩემი UPS-ის სახელში არის სიტყვა “Back”, ეს რას ნიშნავს რომ Back-UPS მაქვს?
A: არა, სავარაუდოდ ბიჯეტური Line-Interactive, რომელსაც გამოსასვლელეზე აპროქსიმირებული სინუსოიდი აქვს და ნორმალურ წრედის ფილტრებსაც იშვიათად აყენებენ ასეთ UPS-ზე.

Q: ჩემი UPS-ის არის სიტყვა “Smart”, ეს ნიშნავს რომ გამოსასვლელზე სინუსოიდი აქვს?
A: არა, არსებობს მოდელები აპროქსიმირებული სინუსოიდით. მაგრამ მათ, შესაძლოა ჰქონდეთ მუშა ძაბვების უფრო ფართო დიაპაზონი, რითაც უზრუნველყოფენ ხარვეზებისგან ნორმალურ დაცვას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფით უფრო მეტი რეგულაციის უნარი აქვთ.

Q: რა არის ASR?
A: ASR – ეს არის Advanced Surge Reduction (ხარვეზების კორექციის გაუმჯობესებული ვარიანტი), არ უნდა აგვერიოს AVR-ში.

Q: რა არის Bypass რეჟიმი?
A: UPS-ის მუშაობის რეჟიმი, როცა შემავალი ძაბვა პირდაპირ ან ფილტრაციული და საკორექციო წრედებით უერთდება UPS-ის გამომავალ ძაბვას (ასე ვთქვათ შემოვლითი გზაა). ამ რეჟიმში მოწყობილობა თითქმის არ ახდენს გავლენას გამომავალ ძაბვაზე/დენზე. რეჟიმში ჩართვა ხდება ხელით ან ავტომატურად დატვირთვის ან გაუმართაობის შემთხვევაში. არსებობს ელექტრონული (სტატიკური ბაიპასი) და მექანიკური (სერვისული ბაიპასი). ელექტრონული ბაიპასი იცავს UPS-ს გადატვირთვისგან, ხოლო აპარატურას დენის გათიშვისგან UPS-ის გაფუჭების შემთხვევაში. მექანიკური ბაიპასი საჭიროა მაშინ როცა გვჭირდება UPS-ის გამორთვა კომპიუტერის გამორთვის გარეშე.

Q: UPS-ბზე სიმძლავრე აღინიშნება ვოლტ-ამპერებში. როგორ გადავიყვანოთ ვატებში?
A: ვოლტ-ამპერები უნდა გავამრავლოთ 0,6-ზე თუ საფეხურობრივი აპროქსიმაციაა, ან 0,7-0,95 (დამოკიდებულია კვების ბლოკის PFC-ზე) თუ სინუსოიდია. საყურადღებოა, რომ ყველა კვების ბლოკი Active PFC-თი ნორმალურად არ მუშაობს UPS-თან.

უნდა გვახსოვდეს, რომ UPS-ს აქვს ისეთი მახასიათებელი როგორიც არის აქტიური სიმძლავრე (ვატ.).
მაგალითად თუ გვაქვს UPS 1000 VA და 600 W, ეს ნიშნავს რომ აქტიური სიმძლავრე, რომელიც მოიხმარება UPS-დან არ უნდა აღემატებოდეს 600 W-ს, თუმცა ჯამური სიმძალვრე შეიძლება აღწევდეს 1000 VA-ს.

Q: შეიძლება თუ არა UPS-ის Active PFC კვების ბლოკთან მიერთება?
А: კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება მწარმოებლის საიტზე. მაგალითად Delta-ს კვების ბლოკების გამოყენებისას რეზერვულ ბატარეაზე გადასვლის დროს კომპიუტერი რესტარტდება. ასეთი კვების ბლოკებისთვის რეკომენდებულია UPS სიმძლავრის დიდი მარაგით (2-ჯერ მეტი). პრობლემა ძირითადად ავტოვოლტაჟით (Full Range) კვების ბლოკებს ეხება. ბევრი კვების ბლოკი აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს.
მთავარია გავითვალისწინოთ, თუ კვების ბლოკს აქვს ავტოვოლტაჟი – აწერია Full Range ან შემავალი ძაბვის დიდი დიაპაზონი აქვს 110-240V ან 85-240V (უკან ეწერება კვების ბლოკზე) თითქმის გარანტირებულია პრობლემები UPS-თან, ხოლო თუ კვების ბლოკს აქვს გადამრთველი 110-დან 220-მდე ან შემავალი ძაბვა აწერია 220V(195-235V) მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს.

Q: რა სიმძლავრის UPS სჭირდება ჩემს სისტემას?
A: ეს დამოკიდებულია კვების ბლოკის სიმძლავრესა და მონიტორზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ 500 ვატიანი კვების ბლოკი გაქვთ საჭიროა 1000 ვოლტამპერიანი UPS (ეს ცოტა დაზუსტებას საჭიროებს. ამბობენ, რომ მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი ვოლტამპერია საჭირო, ვიდრე კვების ბლოკს აქვს სიმძლავრე (ვატები), მოვძებნი კიდევ დამატებით ინფოს). LCD მონიტორები როგორც წესი 40-50 W-ს მოიხმარენ, CRT მონიტორები კი 70 – 200-მდე დიაგონალის მიხედვით, განსაკუთრებით დიდ სიმძლავრეს მოითხოვს CRT მონიტორი ჩართვისას.

Q: რატომ არ შეიძლება ლაზერული პრინტერის მიერთება UPS-თან?
A: ძაბვის პიკური მოთხოვნა 1.5 კილოვატს შეიძლება აღწევდეს ასეთ მოწყობილობებზე, რასაც ყველა UPS ვერ გაუძლებს. (სავარაუდოდ მონსტრ სისტემებზე მულტი GPU-თი UPS-ზე არც უნდა ვიოცნებოთ, მით უმეტეს აჩქარებისას).

Q: რატომ არ შეიძლება UPS-ზე ქსელის ფილტრის მიერთება?
A: სჯობს ჩვეულებრივი დამაგრძლებელი მივუერთოთ, რადგან ყველა ფილტრი ვერ იტანს აპროქსიმირებულ სინუსიოდს. თანაც ქსელის ფილტრს არ შეუძლია აპროქსიმირებულიდან სუფთა სინუსოიდის მიღება, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მცირე კორექტირებს მოახდენს. თუმცა დასაშვებია პირიქით UPS-ის მიერთება ქსელის ფილტრთან.

Q: დასაშვებია თუ არა რამოდენიმე UPS-ის ერთმანეთზე გადაბმა (ერთი UPS უერთდება მეორეს და შემდეგ კომპიუტერს) რათა გაიზარდოს რეზერვული კვების ხანგრძლივობა?
A: არა – თუ ეს აპროქსიმირებული UPS-ია და ბატარეაზე მუშაობს, რადგან როცა პირველი გადავა რეზერვულ კვებაზე მეორემ ეს შეიძლება აღიქვას როგორც ძაბვის ვარდნა და თვითონაც გადავა რეზერვულ კვებაზე. ხოლო ბატარეაზე მომუშავე თუ სინუსოიდით UPS-ია მაშინ პრობლემები არ იქნება. უნდა გვახსოვდეს რომ ერთი UPS-ის გამოყენება ყოველთვის უფრო საიმედოა ვიდრე რამოდენიმესი!

Q: შესაძლებელია თუ არა UPS-ის თავის თავთან შეერთება?
A: არა! დაიწვება შეჩ… 🙂

Q: რა არის ფუნქცია «Green power»?
A: ეს ფუნქცია გამორთავს UPS-ს როცა ძაბვა ქსელში არ არის და დატვირთული არ არის გამომავალი კონექტორი ან მიერთებულია სუსტი მოწყობილობა 15-30 ვატი დატვირთვით. ეს შესაძლოა ცუდი იყოს სუსტი მოწყობილობის მიერთების აუცლებლობის შემთხვევაში. ფუნქციის გამორთვა შესაძლოა არ იყოს ადვილი – ამ დროს საჭიროა მივმართოთ მწარმოებლის საიტს ან დავტვირტოთ UPS დამატებით – რაიმე ნათურით მაგალითად.

Q: რა არის “ცივი სტარტი”?
A: UPS-ის ჩართვა, როცა ქსელში არ არის ძაბვა.

Q: ინსტრუქციაში წერია, რომ ხმაური აღწევს 45 დბ-ს!!!
A: ხმაური არის მხოლოდ მაშინ, როცა რეზერვულ რეჟიმში მუშაობს. ჩვეულებრივ, UPS თითქმის არ ხმაურობს.

Q: შევარჩიე მძლავრი UPS ვენტილატორით. ძალიან ხომ არ იხმაურებს?
A: გააჩნია რას აღიქვამთ ხმაურად. როგორც წესი, ასეთი UPS-ები გათვლილია სერვერული კომპიუტერებისთვის და არა სახლში დასადგმელად. თუმცა ზოგიერთ UPS-ს აქვს ვენტილატორის ბრუნვის რეგულატორი და საკმაოდ ჩუმია როცა რეზერვულ რეჟიმში (ანუ მუშა მდგომარეობაში) არ მუშაობს.

Q: დიდხანს ძლებს აკუმულატორი?
A: გააჩნია როგორ დაიტვირთება. წესით, 1 წლიდან 4 წლამდე ძლებენ.

Q: როგორი ტიპის აკუმულატორები გამოიყენება?
A: მჟავა-ტყვიის, ჰერმეტული, რომელთა დატენვაც არ შეიძლება (VRLA SLA ტექნოლოგია), ლითიუმის და ა.შ. მაგ. მომხმარებელი მჟავას ვერ ჩაასხამს ამ აკუმულატორებში.

Q: მუდმივად უნდა იყოს ჩართული ქსელში UPS?
A: არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია. ამასთან შესაძლოა დავტოვოთ დენში შეერთებული ისე რომ არანაირი ინდიკატორი არ ენთოს, რაც უკვე საკმარისია. ერთი ღამითაც მისი გამორთულ მდგომარეობაში დატოვება არ არის საგანგაშო. მაგრამ დიდი ხნით გამორთული UPS უმჯობესია დავტენოთ!

Q: რამე აუცლიებელი პროცედურა უდნა ჩავატაროთ ახალშეძენილ UPS-ზე?
A: აუცილებელია მისის რამოდენიმეჯერ დატენვა და დასმა – დაჯენა (რათა ასე ვთქვათ ქარხნული სიმძლავრე აკრიფოს და ბატარეა “ფორმაში ჩადგეს”). ყიდვის შემდეგ 24 საათის განმავლობაში უდნა დავტენოთ და შემდეგ გამოვიყენოთ.

Q: რომელი ფირმის UPS სჯობს შევარჩიოთ?
A: საკმაოდ პოპულარულია ფირმა APC. თუმცა ამ ფირმის პროდუქციის ყიდვა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პრობლემები არ გექნებათ. ასევე არსებობს სხვა მწარმოებლის UPS-ებიც რომლებიც შეიძლება 2-ჯერ იაფი დაგიჯდეთ და ხარისხით საკმაოდ კარგი იყოს.

ჩამოვთვლი ზოგიერთ მწარმოებელს:

APC – http://www.apc.ru/
Ippon – http://forum.ippon.ru/
Powerware – http://www.powerware.ru/
Powerman – http://www.powerman.ru/

ზოგიერთი პრობლემა UPS-თან

Q: როცა UPS გადადის რეზერვულ რეჟიმში, კომპიუტერი (ან სხვა მოწყობილობა) ითიშება
А: კომპიუტერი (ან სხვა მოწყობილობა) მიერთებულია ისეთ კონექტორზე (კონექტორები UPS-ზე), რომელიც არ უზრუნველყოფს რეზერვულ კვებას (საჭირო კონექტორები UPS-ზე გამოყოფილია საღებავით ან წარწერით, იხ. ინსტრუქცია).
– UPS გადატვირთულია – შეამცირეთ მიერთებული მოწყობილობის სიმძლავრე ან რაოდენობა.
– დაჯდა აკუმულატორი (განსაკუთრებით აქტუალურია მოხმარების მე-3 და მე-4 წელს)
– არათავსებადია APFC კვების ბლოკთან (იხ. ზევით კვების ბლოკებთან თავსებადობა)
– UPS მწყობრიდან არის გამოსული (გაფუჭებულია)

Q: ქსელში ძაბვის მცირედი ცვლილების დროს UPS-იდან ისმის ტკაცუნისმაგვარი ხმა და კომპიუტერი ითიშება/იყინება, თუმცა ადრე ასე არ მოსდიოდა. საინტერესოა რომ ძაბვის სრული გათიშვის დროს, მგალითად, შტეფსელიდან რომ გამოვრთავ UPS-ი მუშაობს უპრობლემოდ!
А: პრობმლემის მიზეზია AVR ავტომატიკის მწყობრიდან გამოსვლა. გაიზარდა AVR რეჟიმში გადართვის დრო ან ამ რეჟიმში გადართვა არ ხდება საერთოდ. პრობლემა ძირითადად ეხება Ippon ფირმის UPS-ებს, როგორც Back ასევე Smart ტიპისებს. შედით მწარმოებლის ფორუმზე Ippon – http://forum.ippon.ru/  შეიძლება იპოვნოთ პრობლემის მიზეზი (შესაძლოა მხოლოდ გარკვეული პარტიაა ბრაკი). ან, შესაძლოა, რომელიმე კონდენსატორი გაფუჭდა.

Q: ჩემს სახლში ძაბვა ძალზედ არასტაბილურია და UPS ხშირად გადადის რეზერვულ რეჟიმში, რა ვქნა?
А: გამოიყენეთ პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც მოყვება UPS-ს და შეცვალეთ ძაბვის პარამეტრები, რომელზეც უნდა გადავიდეს UPS-ი რეზერვულ რეჟიმში.

Q: UPS მივაერთე COM პორტზე მაგრამ პროგრამა ვერ ხედავს მოწყობილობას
А: შესაძლოა, იყოს კაბელის ბრალი. გამოიყენეთ ის კაბელი, რომელიც მოყვება კომპლექტაციაში (პრობლემა ეხება APC ფირმის UPS-ებს).

(წყარო: compinfo.ge)

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206