ტელ: (032) 2 306 206

სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაიჰაკა 250,000-მდე ანგარიში

სოციალური ქსელი Twitter დაჰაკეს. თუკი რომელიმე თქვენგანი არის ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი, გირჩევთ, რომ გადაამოწმოთ ყველაფერი რიგზე არის თუ არა და შეცვალოთ პაროლი იმ შემთხვევისთვის, თუკი რაიმე უჩვეულო მოგეჩვენათ. კომპანიის განცხადებით დაახლოებით 250,000-მდე მომხმარებელი დაზარალდა განხორციელებული ჰაკერული თავდასხმით. მათ მოახერხეს გატეხილი ანგარიშის მომხმარებელთა სახელების, საფოსტო მისამრთების, პაროლების და სხვა პირადი ინფორმაციაზე წვდომა.

ამონარიდი Twitter-ის განცხადებიდან:

“ამ კვირაში ჩვენ დავაფიქსირეთ ამოუცნობი ობიექტების მხრიდან Twitter-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მცდელობები. აღმოვაჩინეთ ერთი ონლაინ შეტევა, და მოგვიანებით მოვახერხეთ მისი პროცესში გათშვა. ამ ეტაპზე გამოძიებამ გვაჩვენა, რომ ჰაკერებმა მოახდინეს წვდომა  დაახლოებით 250,000 მომხმარებელთა ლიმიტირებულ ინფორმაციაზე: username სახელები, საფოსტო მისამართები, პაროლები და სხვა.

როგორც უსაფრთხოების აუცილებელი ზომა, ჩვენ მოვახდინეთ აღნიშნულ მომხმარებელთა ანგარიშის  გათიშვა და პაროლების გაუქმება. თუკი თქვენი ანგარიში ამ 250,000-მდე ანგარიშს შორის აღმოჩნდა, Twitter-ისგან მოგივათ ფოსტა, რომელიც მიგანიშნებთ, რომ უნდა შექმნათ ახალი პაროლი, რადგან ძველი ანგარიშზე წვდომისას არ იმუშავებს.”

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206