ტელ: (032) 2 306 206

Samsung-მა “ჭკვიანი სახლის” დემონსტრაცია მოახდინა

Samsung Smart Home-578-80

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა დაანონსა ახალი პლატფორმა რომელმაც საბოლოოდ უნდა შექმნას მართვის ცენტრი ყველა მოწყობილობისთვის დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მათ შორის თუნდაც სარეცხი მანქანიდან დამთავრებული სმარტფონითა და “ჭკვიანი საათით”. ახალმა პროექტმა მიიღო Samsung Smart Home სახელწოდება და პირველად CES 2014-ზე წარადგინა კომპანიამ.

10832005534_5646011962_o.jpg

Samsung Smart Home-ს ექნება 3 ძირითადი სერვისი:

  • მოწყობილობების მართვა(Device Control);
  • სახლის ნახვა(Home View);
  • კლიენტური(Smart Customer Service);

tech-samsung-smart-home.jpg

Device Control საშუალებას გაძლევთ გქონდეთ ნებართვა ყველანაირ ტექნიკასთან და მართოთ ისინი smart tv-ს ან სმარტფონის საშუალებით. ღილაკზე ერთი კლიკით “Samsung Smart Home” თქვენ შეძლებთ მართოთ რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად. ასევე მომხმარებელს შეუძლია ხმის ბრძანების საშუალებით მართოს Galaxy Gear და smart TV-ს პულტის მეშვეობით.

სერვისი Home View-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ნახოს რა ხდება მის სახლში, ამ ფუნქციისთვის საჭიროა ჩაშენებული კამერები სახლში, ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს იყვნენ უფრო უსაფრთხოთ, თუნდაც სახლის ძარცვის დროს კამერები დააფიქსირებენ მძარცველებს.

მესამე სერვისით Smart Customer Service-ის საშუალებით მფლობელი ინფორმირებული იქნება მოწყობილობების შესახებ და მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას მათ შესახებ.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ინფორმაცია ელექტრონიკის შესახებ ჭკვიანი სისტემიდან იქნება შენახულო ღრუბლოვან შემნახველ სისტემაში(cloud storage), ეს პლატფორმა შემდეგში თავსებადი იქნება ასევე სხვა ბრენდის მოწყობილობებისთვისაც.

111111111111111111.png

 

 

იდეა, ასეთი  სერვისის შესახებ არ არის რათქმაუნდა პირველი, ბევრი ცნობილი კომპანია დაინტერესებულია ამით, მათ შორის არის Intel-იც თავისი ჩიპებით(Quark 1000 და Atom E3800).

ამასთან ერთად LG-ც წარადგენს თავის სერვის HomeChat  რითიც მფლობელს შეუძლია მართოს მოწყობილობები, მაგრამ ამ შემთხვევაში SMS-ბრძანებებით.

 

(წყარო: overclockers.ge)

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206