ტელ: (032) 2 306 206

როგორ მოვიშოროთ ვირუსები

aaaaaaaaaa

ვირუსები და მათი პრევენცია მთელი თემაა, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა დაცვის მექანიზმებმა არ იმუშავა და ვირუსი უკვე ჩვენს სისტემაშია? როგორ ამოვძირკვოთ ის? ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ანტივირუსიც თავისუფლად უმკლავდება ამ ამოცანას, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება „ჯიუტი” ვირუსი, რომელსაც ეს მიდგომა არ შველის, მასთან საბრძოლველად განსაკუთრებული მეთოდები გვჭირდება. ამ სტატიაში სწორედ მათ განვიხილავთ.

trojan horses

Eldorado O-ს ფოტო

ჩვენი მიდგომა შემდეგი იქნება: გამოვიყენებთ უფასო ანტივირუსულ პროდუქტებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ე.წ. Live ოპერაციული სისტემები და იტვითებიან დისკიდან, მთავარი ოპერაციული სისტემის ჩართვის გარეშე. მეთოდის მარილი ისაა, რომ ამ დროს ვირუსი პასიურია, არ ეშვება და ვერ იქმნის „სამალავს”, რომელიც ანტივირუსს მის პოვნას უძნელებს.

განვიხილავთ ორი უფასო პროდუქტს,  რომლებიც პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტურნი არიან. მაშ ასე, დავიწყოთ.

 

Dr.Web LiveCD

მართალია, Dr.Web ფასიან ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფას აწარმოებს, მაგრამ მას მაინც აქვს რამდენიმე უფასო პროდუქტი, ჩვენი შემთხვევისთვის ყველაზე ეფექტურია Dr.Web Live CD (გადმოწერა შეიძლება ამ მისამართიდან). ეს არის ჩამტვირთავი დისკის ასლი (იმიჯი). დაქაჩეთ და ჩაწერეთ ის დისკზე (თუ არ იცით როგორ ჩაწეროთ დისკის ასლი დისკზე, გადაიკითხეთ ინსტრუქცია).

შემდეგი ეტაპია ამ დისკიდან ჩატვირთვა, ამისთვის ჩადეთ დისკი CD  დრაივში, შედით BIOS-ში, (კომპიუტერის ჩართვისას უნდა დააჭიროთ F2 ან Delete ღილაკს, დამოკიდებული დედა დაფის მწარმოებელზე), მონახეთ Boot განყოფილება და პირველ ადგილას დააყენეთ CD/DVD დრაივი, შემდეგ გადადით Exit ჩანართზე და აირჩიეთ Save changes and exit.

კომპიუტერი გადაიტვირთება და გამოჩნდება შემდეგი ეკრანი:

Dr.Web LiveCD

 

ვაჭერთ Enter-ს და ვაგრძელებთ ჩატვირთვას, დაინახავთ ასეთ ფანჯარას:

Dr.Web LiveCD

გამოცდილები უკვე მიხვდებოდით, რომ ლინუქს გარემოში ამოყავით თავი. Dr.Web Live CD წარმოადგენს Linux-ზე დაფუძნებულ Live დისკს, რომელზეც ჩაწერილია ანტივირუსი. სხვათა შორის, ამ სისტემაზე ასევე იპოვით სხვადასხვა უტილიტებს: ფაილ-მენეჯერს Midnight Commander, ბრაუზერს Firefox, საფოსტო კლიენტს და ა.შ.

ჩატვირთვის შემდეგ სისტემა მზადაა ვირუსებთან საბრძოლველად, მაგრამ მასზე ჩაწერილია ვირუსების ანაბეჭდთა ბაზები, გამოშვებული დისკის ასლის შექმნისას და თავისუფლადაა შესაძლებელი, მოძველებული იყოს. ეფექტური სკანირებისთვის გვჭირდება განახლებული ბაზები, ამიტომ პირველ რიგში მონახეთ განახლების მწვანე ღილაკი, დაკლიკეთ და დაელოდეთ განახლების დასრულებას.

Dr.Web LiveCD

ასევე, თუკი ქსელი არ მუშაობს ავტომატურ პარამეტრებზე, პროგრამა პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ინტერნეტს. საჭიროა კავშირის დაკონფიგურირება:

Start->Settings->Networks Configure manager

და ჩაწერეთ თქვენი ქსელის მონაცემები.

Dr.Web LiveCD

 

სკანირების დაწყების წინ საჭიროა კიდევ რამდენიმე პარამეტრის შეცვლა,

ანტივირუის ფანჯარაში დააჭირეთ  კონფიგურაციის ღილაკს (გადაჯვარედინებული სამუშაო იარაღები) ან შედით მენიუში Settings > Options განყოფილებაში და გადადით Actions ჩანართზე.

საქარხნო პარამეტრების მიხედვით, ყველა აღმოჩენილ ვირუსისა და მავნე ფაილზე მხოლოდ შეტყობინებას მიიღებთ, შემდეგ კი მოგიწევთ ხელით მიუთითოთ თუ რა უქნას ნაპოვნ ფაილს.

ავტომატიზაციისთვის დააყენეთ პარამეტრები შემდეგ მნიშვნელობებზე:

Dr.Web LiveCD

ანუ, პროგრამა შეეცდება ჯერ ინფიცირებული ფაილის მკურნალობას და თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას.

დაკონფიგურირების შემდეგ დააჭირეთ OK-ს და დაიწყეთ სკანირება:

Dr.Web LiveCD

თქვენი კომპიუტერის მონაცემების და ვინჩესტერზე არსებული ფაილების რაოდენობის მიხედვით სკანირებას სხვადასხვა დრო დასჭირდება, იყავით მომთმენი, ეს პროცედურა თქვენთვის ტარდება.

დასრულების შემდეგ გამორთეთ ან გადატვირთეთ კომპიუტერი: Start > Restart ან Start > Shutdown

ამ პროცედურის შემდეგ მოსალოდნელია, რომ თქვენი ვინჩესტერი სრულიად იყოს გაწმენდილი ვირუსებისგან და, შესაბამისად, სისტემამაც ნორმალურად დაიწყოს მუშაობას.

 

(წყარო: compinfo.ge)

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206