ტელ: (032) 2 306 206

რას მიშნავს სტყვა Wi-Fi და როგორ მუშაობს იგი?

public-wifi-paris

ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვის სიტყვა Wi-Fi ასოცირდება ისეთ რამესთან, როგორიც არის: სიტყვის თავისუფლება, ინფორამციის მიღება და გაცემა, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან სრულიად უცხო ადამიანებთან კავშირი არ აქვს მნიშვნელობა ისინი ახლოს არიან თუ შორს.

მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა Wi-Fi? 

ზოგიერთის განცხადებით იგი შემოკლებული ფორმაა ”უსადენო კავშირი”-ს.

თუმცა ეს არ არის სიმართლე.

1999 წელს, Wireless Ethernet Compatibility Alliance -მა შეიმუშავა ახალი, უსადენო კავშირის სტანდარტი, რასაც ეწოდა IEEE 802.11 რომელიც არცთუ ისე მარტივი დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელი იყო.

მომხმარებლისათვის აუციელებელი იყო ინდივიდუალური ბრენდის შეთავაზება. კომპანია  Interbrand-ის მიერ წარმოდგენილი 10 სახელიდან შეირჩა სახელწოდება Wi-Fi. არანაირი გართულებული, ძნელად გამოსათქმელი ტერმინოლოგია არ იმალება მის უკან.  Wi-Fi უბრალოდ ნიშნავს Wi-Fi-ს.

როგორ მუშაობს იგი

Wi-Fi-ს საშუალებით ხდება ინტერნეტთან მაღალი სიჩქარით მიერთება. აგრეთვე Wi-Fi გამოიყენება შიდა ქსელის მოწყობის დროს, როდესაც რამოდენიმე კომპიუტერი უკავშირდება ერთმანეთს სადენების გარეშე და მონაცემთა გადაცემა ხდება რადიო ტალღების საშუალებით.

Wi-Fi-ს წარმატება 1999 წლის ივლისიდან იწყება, როდესაც Apple-მა გამოუშვა პირველი  iBook, რომელსაც Wi-Fi-ს მიღება შეეძლო.

Wi-Fi vs 3G

Wi-Fi-ს მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მიღების მოკლე მანძილი, რადგან იგი დამოკიდებულია რადიო ტალღებზე. აუცილებლია იმყოფებოდეთ Wi-Fi-ს დაფარვის ზონაში მისი გამოყენება,  რომ შეძლოთ.

Wi-Fi- სგან განსხვავებით 3G თქვენ დაგყვებათ. ინტერნეტთან წვდომა გაქვთ ყველგან სადაც თქვენი მობილური ოპერატორი მუშაობს. მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მისი მაღალი ფასი და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206