ტელ: (032) 2 306 206

ქურდებმა Microsoft-ის ტექნიკით სავსე ოფისიდან მხოლოდ iPad-ები მოიპარეს

საახალწლოდ San Francisco-ში მოხდა Microsoft-ის კამპუსის გაქურდვა. აღნიშნულის შესახებ რეპორტი გაცხადდა ადგილობრივ გაზეთში, სადაც ირწმუნებიან, რომ კამპუსის ტერიტორიაზე შეპარულმა ქურდებმა მოიპარეს 5 ცალი iPad მოწყობილობა.

რეპორტის თანახმად, Microsoft-ის თანამშრომლები პოლიციაში ჩივიან, რომ შობის შემდგომი ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში ქურდებმა წაიღეს ორი iPad 2, ორი iPad 3 და ერთი iPad 4. ამასთან რეპორტის თანახმად არცერთი Microsoft-ის პროდუქტი არ გამქრალა.

არავინ იცის, ქურდობის პერიოდში რით იყვნენ დაკავებული Microsoft-ის თანამშრომლები, თუმცა სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ შენობაში, რომელიც სავსეა Surface ტაბლეტებით ქურდებმა ირონიულად მხოლოდ iPad-ები გააყოლეს ხელს.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206