ტელ: (032) 2 306 206

ქევინ მიტნიკის ინტერვიუ: როგორ დაიცვათ თქვენი პაროლი გატეხვისგან

Screen-shot-2010-10-15-at-1.53.48-PM

ცნობილმა ჰაკერმა (ამჟამად კომპიუტერული უსაფრთხოების კონსულტანტმა) ქევინ მიტნიკმა Q&A და Gost-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მსოფლიოში ყველაზე სასურველ ჰაკერად დასახელება  თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე მიუთითებდა.

ასევე მიტნიკმა რამოდენიმე რჩევა მისცა მათ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი ექაუნთები ონლაინში.

განთქმული სატელეფონო ჰაკერობის სკანდალზე რას იტყვით?

FBI-მ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა ფლორიდაში. იგი ტელეფონებს კი არ ტეხავდა, არამედ email-ებს და მისი საშუალებით კი ფოტოებთან ეძლეოდა წვდომა. საოცარი ის იყო, რომ ეს ჰაკერი ისეთ პაროლს იყენებდა, რომელიც გამოსაცნობად მარტივი იყო. ასეთი პაროლები კი რეალურ ცხოვრებას უკავშირდებოდა. პაროლის გატეხვა მე რაღაც ტექნიკური ხრიკი მეგონა, თურმე ეს ასე არ ყოფილა.

Anonymous ჯგუფზე რას ფიქრობთ?

არამგონია მათ რაიმეს შეცვლა შეეძლოთ მსოფლიოში, თუმცა ერთადერთი ნამდვილი ცვლილება შეიძლება  გამოძიების საწარმოებლად მთავრობის  სიაში უფრო პრიორიტეტული ადგილის დაკავება იყოს. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი ფორმაა. მათ საკუთარი გამოცემა აქვთ, როგორიცაა მაგალითად BART, რაც მედიისთვის თვალის ასახვევად გამოიყენება. ანუ, მათი მესიჯი მედიის საშუალებით ვრცელდება. ისინი კი აგზავნიან შეტყობინებებს, მაგრამ ამით რა იცვლება?  BART ურეკავს FBI -ს და კომპიუტერული დანაშაულის შესახებ ატყობინებს, თუმცა უსაფრთხოების სფეროში ვერაფერს ცვლიან. არ ცდილობენ დარღვევების აღმოფხვრას.

უსაფრთხოებაში დაშვებული შეცდომები

ყველაზე დიდი შეცდომა სხვადასხვა საიტებზე მსგავსი ან იგივე პაროლის გამოყენებაა.

როგორ შეიძლება იმის გაგება გაგიტეხეს თუ არა პაროლი?

შეიძლება, რომ ეს ვერასდროს ვერ გაიგოთ. ყოველთვის შეეცადეთ არეული პაროლი გამოიყენოთ, ან ისარგებლეთ Password tool-ით და პაროლის დამახსოვრება არ მოგიხდებათ.

როგორ გავხადოთ Facebook-ი დაცული? ( ან როგორ დავიცვათ ჩვენი Facebook-ი)?

Facebook-ს აქვს ისეთი ფუნქცია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით იმ მოწყობილობას ამოწმებს, საიდანაც შედიხართ ხოლმე. გააქტიურეთ ეს ფუნქცია.

როგორ დავიცვათ Blackberry და iPhone-ის უასფრთხოება?

ერთადერთი, რაც iPhone-ის შემთხვევაში შეიძლება გირჩიოთ, ვრცელი პაროლია. პაროლი არანაკლებ ოთხ ციფრს უნდა შეიცავდეს. ასევე გაფრთხილდით email-ის გახსნისას. თუ არ ელოდებით, ნუ გახსნით გამოგზავნილ ლინკს.

რამდენად კარგადაა დაცული თქვენი კომპიუტერი?

მე პირადად, ჩართული ვარ უსაფრთხოების ინდუსტრიაში,ამიტომ  მუდმივად ვანახლებ უსაფრთხოების სისტემას ჩემ კომპიუტერზე.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206