ტელ: (032) 2 306 206

ქარის მიკრო ტურბინას შეუძლია თქვენი ტელეფონის ამუშვება

0_0_460_http-offlinehbpl-hbpl-co-uk-news-opw-vestasv1002mw-20131205010950752

Texas Arlington-ს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს მცირე ზომის ქარის ტურბინები (ეს არის მოწყობილობა რომლის დახმარებითაც ქარის ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიაში და უამრავ განვითარებულ ქვეყნებში მას დიდი გამოყენება აქვს, რათქმაუნდა ისეთ ადგილებში იყენებენ სადაც ქარი ხშირი და შედარებით ძლიერია.) რომლებსაც შეუძლიათქვენი მობილური ტელეფონის საკმარისი ენერგიით მომარაგება რათა იმუშაოს სრულიად გამართულად.

მიკრო ტყუილად არ ქვიათ ისინი იმდენად მცირე ზომისაა რომ პატარა მონეტაზეც კი 10 ეგეთი ქარის ტურბინა ეტევა. მისი ზომები 1.8 მილიმეტრს აღწევს

8294c5532b5c.jpg

 

მკვლევარი J.C Chiao ამბობს რომ ეს მცირე ზომის მოწყობილობა სუსტი და მტვრევადია თუმცა UTA-ში (University of Texas Arlington) ამბობენ რომ ის დამზადებულია მოქნილი ნიკელის შენადნობიდან და მას ძლიერ ქარშიც შეუძლია მუშაობა დაზიანების გარეშე.

ესეც ვიდეო


სხვადასხვა მეცნიერი ფიქრობს რომ ათასობით ასეთი მცირე ზომის ქარის ტურბინისგან შესაძლებელია პანელის დამზადება რომელიც მომავალში სახლს ან ოფისს მოამარაგებს ენერგიით. ტაივანურმა კომპანია WinMEMS-მა მიიღო ექსკლუზიური უფლებები ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით კონცეპტების შექმნაზე და მათ დაიწყეს მისი პოტენციალის განხილვა. მათი აზრით ამ ტექნოლოგიით შეიძლება დამზადდეს მცირე ზომის რობოტები რომლებსაც გამოიყენებენ ჯანმრთელობისთვის საშიში ადგილების გამოსაკვლევად.

 

(წყარო: overclockers.ge)

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206