ტელ: (032) 2 306 206

ფიქრობთ რომ თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლებელია?

BrainHacking

ხომ არ შიშობთ,  რომ ერთ დღესაც კიბერ კრიმინალების მსხვერპლი გახდებით და თქვენს პირად  საბუთებთან თუ საბანკო ანგარიშთან ხელი მიუწვდებათ? წარმოიდგინეთ, რომ ეს ინფორმაცია ვინმემ კი არ მოგპაროთ, არამედ, წაიკითხოს პირდაპირ თქვენი ტვინიდან.

კალიფორნიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მეცნიერები   მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომელსაც შეეძლებათ  გაშფრონ თქვენს მეხსიერებაში დამახსოვრებული PIN კოდები, დაბადების წლები და ა.შ.

Emotiv-ის ტვინის კომპიუტერის  დახმარებით, რომელიც ნეირო-ტექნოლოგიაში ახალი მიღწევაა, მეცნიერებს შეუძლიათ თქვენს გონებაში დამახსოვრებული აზრი წაიკითხონ. მოწყობილობა აკვირდება ტვინის აქტიურობას და ქერქის მიდამოში სისხლის მიმოქცევის მიხედვით ფიქრების ვიზუალურ ვერსიას ქმნის და გადააქვს კომპიუტერის ეკრანზე.

რათქმაუნდა, ეს ყველაფერი მაინც შორსაა  ადამიანის ფიქრებისა და ზრახვების მთლიანად გასაშიფრად, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს მიღწევები სასიკეთოდ უფრო იქნება გამოყენებული თუ საზიანოდ?

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206