ტელ: (032) 2 306 206

“Lol is this your new profile pic?” – ყველასთვის ნაცნობი ფრაზა, რომელიც გამანადგურებელი ვირუსის მატარებელია

116431-425x282-ComputerVirusNews

ეს ვირუსი Skype-ში, Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში შეტყობინების სახით ვრცელდება.

შეტყობინება შეიცავს მოკლე ბმულს შემდეგი ტექსტით: ”ლოლ, ეს შენი ახალი პროფაილის სურათია?” ( “Lol is this your new profile pic?”)

ბმულზე დაწკაპუნებისას დაარქივებული ფაილი გადმოიტვირთება თქვენს კომპიუტერში. ფაილის ამოარქივებისას Trojan  თავისით დაკოპირდება მყარ დისკზე (HDD), გახსნის დამალულ ფაილებს და ჩატვირთავს malware-ს, რომელიც ცნობილია, როგორც Dorkbot ვირუსი, რომელიც სერვერს ანადგურებს.

Forbes-ის განცხადებით, ვირუსს შეუძლია დაბლოკოს და შეუძლებელი გახადოს კომპიუტერით სარგებლობა ან მართონ თქვენი კომპიუტერი თქვენგან დამოუკიდებლად, მოიპარონ ნებისმიერი ინფორმაცია ან გაავრცელონ სასურველი ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის დახმარებით.

Skype community support network –ის გვერდზე განთავსებული პოსტები გვამცნობენ, რომ  malware-ს შეუძლია სკაიპის ყველა კონტაქტს ავტომატურად დაუგზავნოს ეს ზიანის მომტანი ბმული.

Sopho’s Naked Security-ის ბლოგი იტყობინება, რომ წელს Dorkbot-ის შემოტევა გავრცელდა facebook-სა და Twitter-ზე. Dorkbot-ის გავრცელება  შესაძლებელია ასევე USB საშუალებით ან სხვა ტიპის შეტყობინების გასაგზავნი სერვისის საშუალებითაც.

არა აქვს მნიშვნელობა რომელი აპლიკაციით სარგებლობთ ან ვისგან იღებთ შეტყობინებას. თუ თქვენი მეგობრის კომპიუტერი დავირუსებულია, მისგან გამოგზავნილი ფაილიც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206