ტელ: (032) 2 306 206

ჰაკერები ობამას iPad-საც მისწვდნენ

obama_ipad

თუ შემთხვევვით ეს ინფორმაცია გამოგეპარათ, გეტყვით რომ ჰაკერების ჯგუფ AntiSec -მა განაცხადა, რომ მათ შეძლეს iPhon  და  iPad -ების 12 მილიონი სხვადასხვა მოწყობილობების იდენტიფიცირება და ამის დასამტკიცებლად საზოგადობას გააცნეს ეს ინფორმაცია.

მგონი,  ჰაკერებმა დაიმსახურეს ყველაზე მაღალი ჯილდო, რადგან პრეზიდენტ ობამას iPad-ის საიდენტიფიკაციო კოდის ამოცნობაც შეძლეს.

პირველად ობამას ID-ის დაცულობაში ეჭვი ბლოგ RazorianFly -ის მიერ იქნა გამოთქმული, რაც თეთრი სახლის მიერ არ დადასტურდა. მაგრამ, მოგვიანებით სამთავრობო ლეპტოპიც დაზიანდა, კერძოდ FBI-ის აგენტის  Christopher K. Stangl-ის. ვარაუდობენ, რომ ინფორმაციამ სწორედ რომ მისი ლეპტოპიდან გაჟონა.

უსაფრთხოების ექსპერტებმა შეისწავლეს ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები და დაასკვნეს, რომ მომხმარებლისთვის ისინი მცირე რისკს შეიცავენ.

ობამა აღიარებს რომ Apple -ის ფანია და ის არაერთხელ გადაუღიათ პაპარაცებს თუ პოტო-რეპორტიორებს  Macbook-ის ლეპტოპით ხელში.  2010 წელს ობამამ სტივ ჯობსისგან საჩუქრად მიიღო ორიგინალი აიპადის უახლესი მოდელი.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206