ტელ: (032) 2 306 206

CES- წლის ყველაზე ინოვაციური შოუ

1_eI6mzAtZU8wnoNFZgnBZ0w

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES)

მსოფლიოს უმსხვილესი წლიური სამომხმარებლო ტექნოლოგიების სავაჭრო შოუ, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან უამრავ კომპანიას იწვევს. წელს, CES-ი ლას-ვეგასში გაიმართა.

საკუთარი ინოვაციური პროდუქტების და მიღწევების საჩვენებლად, წელს გამოფენაზე 3,900 კომპანიამ მოიყარა თავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნახველთა რაოდენობამ კი 170 000 კაცი შეადგინა. აღნიშნული ღონისძიება არის ნოვატორებისთვის გლობალური ეტაპი, რათა აჩვენონ თავიანთი უახლესი ტექნოლოგიები, გაჯეტები, მანქანის ტექნოლოგიები და ა.შ.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე პროდუქტს :

SMART MIRROR

ლას ვეგასის შოუზე კომპანიებმა წარმოადგინეს სარკეები, რომელთაც შეეძლოთ აღებეჭდათ პიროვნების არა მარტო ვიზუალი, არამედ საკუთარი მოსაზრებები ჰქონოდათ სახეზე, ტანსაცმელზე, ჯანმრთელობაზე და ა.შ.

CareOS არის ტვინი რომლის მეშვეობითაც მუშაობს სმარტ სარკეები.

სილამაზეზე ორიენტირებულმა სარკეებმა დიდი კვალი დატოვეს ამ წლის ლას-ვეგასის ღონისძიებაზე. ისინი დაკომპლექტებულია WIFI მოწყობილობით, ჩამონტაჟებული კამერებით და სპეციალური მოწყობილობით, რომელიც გაძლევთ რეკომენდაციებს, რა პროდუქტები უნდა მიიღოთ რომ გამოიყურებოდეთ უკეთესად.

 

 

SMART BED
„თავის კონტროლი ძილშიც კი საჭიროა“ – გვარწმუნებს მწარმოებელი კომპანია, რომელმაც ჭკვიანი საწოლი გამოიგონა. ეს არის საწოლი რომელიც ჩვენს ტკბილ ძილს უზრუნველყოფს. როგორ? ეს ხერხდება ხმის ბრძანების დახმარებით. ძილისთვის განწყობილ ადამიანს შეუძლია ბრძანებების მეშვეობით მისი სირბილე და ფორმა შეცვალოს.
საწოლი მთელი ღამის განმავლობაში აკვირდება თქვენს მოძრაობებს და ცდილობს დაიმახსოვროს, შემდეგ კი ამ ინფორმაციას უგზავნის ტაბლეტს. ასევე კომპანია აცხადებს რომ საწოლს საშუალება აქვს აკონტროლოს თქვენი ხვრინვა და გაგაჩუმოთ გაღვიძების გარეშე.

g

THE DALEK
ეს არის Bluetooth Speaker-ის სისტემა და დამზადებულია massive audio-ს მიერ, რომელიც ძირითადად აწარმოებს მანქანების დინამიკებს. კომპანიის თქმით ეს არის ყველაზე დიდი დინამიკი რომელიც ბლუთუზზე მუშაობს.

შესაძლებელია მას დაუკავშირდეთ ნებისმიერი სმარტფონით და მოუსმინოთ თქვენთვის სასურველ მუსიკებს. მომავალში იგეგმება მოწყობილობის გაუმჯობესება და სხვადასხვა ფუნქციების დამატება.

Owlet Baby Monitor
მწარმოებლებმა წარმოადგინეს ჩვილის ფეხსაცმელი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს მოწყობილობა აგროვებს მონაცემებს და შემდგომ აგზავნის მშობლების სმარტფონში.

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება, ლეპტოპის შეკეთება
ჟ. შარტავას 14ა თბილისი 0160. საქართველო
2 306 206